დედამ მასწავლა, არ გადავყარო ის, რისი გამოყენებაც ჯერ კიდევ შეიძლება. საქმე ფულის დაზოგვას არ ეხება, რადგან დანაზოგი ხშირად უმნიშვნელოა. უბრალოდ მაქსიმალურ სარგებელს და სიამოვნებას იღებთ იმის გამოყენებით, რაც ხელთ გაქვთ. ბავშვობიდან ვიცი, რისი გაკეთება შეიძლება შოკოლადის შესაფუთი ფოლგისგან. გიზიარებთ გამოცდილებას!თუ ადრე ფოლგაში გახვეული შოკოლადი ყველა ფეხის ნაბიჯზე იყო, ახლა ასეთის მოძებნა მოგიწევთ. მწარმოებლები ჰერმეტულ შეფუთვას სულ უფრო ხშირად იყენებენ. ადრე ფოლგას არომატის შესანარჩუნებლად და უცხო სუნებისგან დასაცავად იყენებდნენ.
5 მეთოდი, როგორ გამოვიყენოთ შოკოლადის ფოლგა
- მაკრატლის გალესვა – ბავშვსაც შეუძლია ფოლგით მაკრატელი გალესოს. მარტივი საქმეა. უბრალოდ ფოლგა რამდენიმე ფენად გაკეცეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. მაკრატელი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაილესება.
- ფრინველის მომზადება – შოკოლადის მირთმევის შემდეგ ფოლგა შეინახეთ. ქათმის, იხვის ან ინდაურის მომზადებისას გამოგადგებათ. ფრთები და ფეხები ღუმელში რომ არ დაიწვას, ფოლგაში გაახვიეთ.
- პროდუქტების შენახვა – შოკოლადის ფოლგა გამოიყენეთ, თუ რაღაც პატარას შეფუთვა გჭირდებათ. მაგალითად, ნახევარი ბუტერბროდი ან პატარა თეფში დარჩენილი საკვებით. ასე საკვები მაცივარში არ გახმება და სუნი არ გავრცელდება.
- ხელნაკეთი ნივთები – ბზინვარე ფოლგა ბავშვის ხელნაკეთი ნივთებისთვის გამოგადგებათ. ბზინვარე ფოლგისგან ლამაზი ვარსკვლავები გამოდის, რომელიც შეგიძლიათ სადმე მიაწებოთ.
- ვერცხლის გაწმენდა – ვერცხლის სამკაულის გაწმენდის მარტივი და მოსახერხებელი მეთოდი არსებობს. ფოლგა კონტეინერში მოათავსეთ, 1 ჩ/კ სოდა დაუმატეთ და ცხელი წყალი დაასხით. ამ ნარევში ვერცხლის სამაჯური, საყურე, ძეწკვი და გულსაბნევი ჩადეთ. რამდენიმე წუთით მოიცადეთ. მალე თქვენი სამკაული ახალივით იქნება.
აღმოჩნდა, რომ შოკოლადის ფოლგა საკმაოდ სასარგებლო ნივთია. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგიძლიათ ჩვეულებრივი ფოლგა გამოიყენოთ, რომელიც ახლა სახლში თითქმის ყველა დიასახლისს აქვს. თუმცა რა საჭიროა იმის გადაგდება, რაც უახლოეს მომავალში გამოგადგებათ?