სხვადასხვა ხილის ქერქს ხშირად სანაგვეში ვისვრით და არც ვეჭვობთ, რამდენ ვიტამინს შეიცავს. ამ შეცდომის გამო ჩვენი ორგანიზმი საკმარის მიკროორგანიზმს ვერ იღებს. სწორედ ამიტომ, ამა თუ იმ ხილის ქერქი არ გადააგდოთ, სანამ მის თვისებებზე არ გაიგებთ.
დღეს Vivien ეგზოტიკური ხილის, თურინჯის ქერქის შესახებ საინტერესო ფაქტებს გიზიარებთ. ბევრი ადამიანი ამ ციტრუსის გემოზე გიჟდება და მანდარინსა და ფორთოხალზე მეტად უყვარს.
თურინჯის ქერქი და მისი სასარგებლო თვისებები
თურინჯის არა მხოლოდ რბილობი, რომელსაც ახალი და სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ქერქიც ღირებულია. ის ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს.
ამ ხილის ქერქი უფრო მეტ უჯრედისს შეიცავს, რომელიც კუჭს ავსებს. შედეგად, ადამიანი ნაყრდება, მადას მარტივად აკონტროლებს და ზედმეტი ჭამისგან თავს იკავებს. სწორედ ამიტომ, დიეტოლოგები რაციონში ასეთი წახემსების ჩართვას ხშირად გვირჩევენ.
თურინჯის ქერქის შემადგენლობაში პექტინი შედის. ის ორგანიზმიდან წიდების და ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს. პექტინი შთამნთქმელის როლს ასრულებს. გარდა ამისა, თურინჯის ქერქი კალიუმით, B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარია.
თურინჯის ქერქის სარგებელი სახლისთვის
ცნობილია, რომ ამ ხილის ქერქში ბევრი ეთერზეთია. სწორედ ამიტომ, ჰაერს კარგად აჯანსაღებს და ხმელი სახით არომათერაპიისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.
საკვებში გამოყენების მეთოდები
რა თქმა უნდა, უმ ქერქს სასიამოვნო გემო არ აქვს, რადგან საკმაოდ მწარეა. გირჩევთ, გახეხოთ და დესერტებს დაუმატოთ. ასე ცომეულს ციტრუსის არომატს მიანიჭებთ და სასარგებლო ნივთიერებებით გაამდიდრებთ. ამ ხილის ქერქით შეგიძლიათ მურაბა ან ცუკატი მოამზადოთ. საკმაოდ გემრიელი წასახემსებელი გამოვა.
თურინჯის ქერქი არომატული ჩაის კარგი საფუძველია. მარტივად მზადდება. გარეცხილი ქერქი დააქუცმაცეთ, ჩაის დაუმატეთ, ცხელი წყალი დაასხით. 10 წუთი საკმარისია, რომ ჩაიმ ხილის არომატი შეიძინოს.
ციტრუსის ქერქი დაუყონებლივ არ გადააგდოთ. გახსოვდეთ, რომ ის სასარგებლო ნივთიერებების საწყობია. თურინჯი გათალეთ, მაგრამ ქერქი შეინახეთ, რომ რაც შეიძლება მეტი ვიტამინი მიიღოთ.