ექიმები გირჩევენ, რომ ყოველდღე ფეხების მაღლა აწევა ჩვევად აქციოთ

904

ექიმების თქმით, ყოველდღე რამდენიმე წუთით ფეხების მაღლა აწევა ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.გერმანელი ექიმები გირჩევენ, რომ ყოველდღე  20 წუთით ფეხები მაღლა ასწიოთ – მაგალითად, ზურგით იატაკზე დაწოლილი და ფეხებით დივანზე. ამის შესახებ ჟურნალი Freundin წერს.

რატომ არის სასარგებლო ფეხების მაღლა აწევა?

  • ვენები დუნდება. ადამიანებს, რომელთაც დიდხანს ჯდომა ან დგომა უწევთ, საღამოს ფეხების შეშუპება აწუხებთ. კიდურების რამდენიმე წუთით მაღლა აწევით ვენებს მოადუნებთ, დისკომფორტს, სიმძიმეს, ფეხებში ტკივილს შეამცირებთ.
  • გულში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. ფეხების მაღლა აწევით მიოკარდიუმში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, რაც გულის კუნთების მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს.
  • საჭმლის მონელებას სტიმულირებს. ფეხების მაღლა აწევით გააქტიურებული სისხლის მიმოქცევა კუჭის მუშაობაზეც დადებითად მოქმედებს. ექიმების თქმით, ყოველდღე 20 წუთით ფეხების მაღლა აწევის ჩვევა ავარჯიშებს კუნთებს, რომლებიც საჭმლის მონელებაზე არიან პასუხისმგებელნი, მას აუმჯობესებს, ყაბზობას და მუცელში “ჩაკეტილი” გაზების პრობლემას აფერხებს.
  • ჟანგბადის მიწოდებას აუმჯობესებს. მაღლა აწეული ფეხები სისხლთან ერთად ჟანგბადის უკეთეს მიწოდებას უზრუნველყოფს. ამით არა მხოლოდ ორგანოების, არამედ ორგანიზმის მუშაობაც გაუმჯობესდება – მეტ ენერგიას მიიღებს, ინფექციებს ეფექტურად შეებრძოლება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს