ყავას შეუძლია ენდომეტრიუმის სიმსივნის განვითარების რისკი თითქმის მესამედით შეამციროს, თუ საკმარისი რაოდენობით დალევთ. ამას იაპონიის მეან–გინეკოლოგიის საზოგადოების მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს.ენდომეტრიუმის სიმსივნე საშვილოსნოს სიმსივნის გავრცელებული ფორმაა. მას საშვილოსნოს ლორწოვან გარსში ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება ახასიათებს. ასეთი სიმსივნის განვითარების ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია. მეორე მხრივ, მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ქალებმა დაავადების პრევენციისთვის. იაპონიის მეან–გინეკოლოგიის საზოგადოების სპეციალისტები აცხადებენ, რომ ენდომეტრიუმის სიმსივნის პროფილაქტიკის ეფექტური ორგანული მეთოდი ყავის დალევაა.
„ქალებს, რომლებიც ბევრ ყავას სვამენ, ენდომეტრიუმის სიმსივნის განვითარების რისკი 29%–ით ნაკლები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ცოტა ყავას სვამს ან საერთოდ არ სვამს“ – ასეთია მათი შეჯამება.იაპონელმა ექიმებმა ყავის მიღებასთან დაკავშირებული ეფექტების შესასწავლად 24 კვლევის მონაცემები გაანალიზეს. საერთო ჯამში 699 000-ზე მეტი ადამიანის ინფორმაცია შეისწავლეს.მეცნიერები არ ასახელებენ ყავის კონკრეტულ რაოდენობას, რომელიც ქალებმა უნდა დალიონ. ითვლება, რომ სასმელის მიღება დღეში 400 მგ–ს (დაახლოებით 4 ფინჯანი ყავა) არ უნდა აჭარბებდეს.
მკვლევარები ყავის ანტისიმსივნურ ეფექტს მისი ქიმიური კომპონენტების, მათ შორის კატეხინების, კოფეინის, ფერულის და კუმაროვის მჟავების, მოქმედებას უკავშირებენ. თითოეული მათგანი ფენილური ნაერთებია, რომელთაც გამოხატული ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ.