
კვლევების თანახმად, მაგნიუმი ავთვისებიან დაავადებებთან საბრძოლველად აუცილებელია. Vivien გიზიარებთ 5 პროდუქტს, რომელიც მაგნიუმს დიდი რაოდენობით შეიცავს.
- თესლი. ჩვენს ქვეყანაში საყვარელი თესლი ბევრ მაგნიუმს შეიცავს. ერთი ულუფა (28 გ) გოგრის თესლი 150 მგ მაგნიუმს შეიცავს, რაც რეკომენდებული დღიური დოზის 37%–ია. თესლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რკინით, მონო უჯერი ცხიმებით და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით.
- კაკალი. ისეთი კაკალი, როგორიცაა ნუში, ქეშიუ ან პეკანი, მაგნიუმით ძალიან მდიდარია. 28 გ ქეშიუ 82 მგ მაგნიუმს შეიცავს. 28 გ შემწვარი ნუში მთელ 80 მგ მაგნიუმს შეიცავს.
- პარკოსანი. ოსპი, ლობიო, ბარდა, სოიო – მაგნიუმის მდიდარი წყაროა. ერთი ფინჯანი შავი ლობიო 120 მგ მაგნიუმს ან რეკომენდებული დღიური დოზის 30%–ს შეიცავს.
- მწვანილი. ბევრი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული როგორიცაა კომბოსტო, ისპანახი, თალგამი და მდოგვი მაგნიუმით მდიდარია. ფინჯანი მომზადებული ისპანახი 157 მგ მაგნიუმს შეიცავს.
- შავი შოკოლადი. მაგნიუმით მდიდარი კიდევ ერთი პროდუქტი. 28 გ შოკოლადი 64 მგ მაგნიუმს შეიცავს. ტკბილეულში შედის ბევრი ანტიოქსიდანტი, რომელიც თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებს. როგორც ცნობილია, თავისუფალი რადიკალები უჯრედებს აზიანებს და ავთვისებიან წამონაზარდებს იწვევს.