პოპულარული პროდუქტები, რომლებმაც შეიძლება სიბრმავე გამოიწვიოს

622

სხეულის სხვა ნაწილისგან განსხვავებით თვალები პრობლემის შესახებ იშვიათად გაფრთხილებთ. ეს მხედველობის დაქვეითების აღმოჩენას ართულებს, სანამ ძალიან გვიანი არაა. კლინიკური შემთხვევების მონაცემებით, არაჯანსაღი კვებით თვალების ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეუქმნათ.

Annals of Internal Medicine–ს ანგარიშით, მოზარდი რამდენიმე წლიანი არაჯანსაღი დიეტის შემდეგ დაბრმავდა. აღმოჩენამ ბრისტოლში ოფთალმოლოგები გამოაფხიზლა და აიძულა გაეფრთხილებინეთ „სწრაფი კვების“ საფრთხის შესახებ მას შემდეგ, რაც ახალგაზრდაზე იზრუნეს, რომლის მდგომარეობა გამოუსწორებელ სიბრმავემდე უარესდებოდა.

ბრისტოლის თვალის კლინიკის მკვლევარები საუბრობენ 14 წლის პაციენტზე, რომელმაც ოჯახის ექიმს დაღლილობის ჩივილით მიმართა.გარდა იმისა, რომ მას „ჭამაში პრეტენზიულს“ უწოდებდნენ, სხეულის მასის ნორმალური ინდექსი ჰქონდა და წამლებს არ იღებდა. მოზარდი აღიარებს, რომ დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ კარტოფილი ფრის, Pringles ჩიფსების, თეთრი პურის და ხორცის ნახევარფაბრიკატების ხარჯზე ცხოვრობდა.

იმის მიუხედავად, რომ ნორმალური სხეულის მასა ჰქონდა და მედიკამენტებს არ იღებდა, ტესტებმა აჩვენა ორგანიზმში B12 ვიტამინის დეფიციტი და მაკროციტული ანემია – მდგომარეობა, როცა ერითროციტები ნორმაზე მეტია.შედეგად, B12–ის ინექციები გაუკეთეს, დანამატები და კვების რეკომენდაციები მისცეს, თუმცა მოზარდმა რეკომენდებული მკურნალობა არ დაიცვა. 1 წლის შემდეგ კვლავ საავადმყოფოში მოხვდა, რადგან სმენის და მხედველობის დაქვეითება დაეწყო, მაგრამ ექიმები მიზეზს ვერ პოულობდნენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 17 წლის ასაკში პაციენტის მხედველობა თანდათან უარესდებოდა, თითქმის სიბრმავემდე. ბიჭმა აღიარა, რომ გარკვეული ტექსტურის პროდუქტებს გაურბოდა და 10 წელზე მეტია ერთი და იმავე არაჯანსაღ პროდუქტებს მიირთმევდა.ბიჭის რაციონის შესწავლის შემდეგ ექიმებმა B12 და D ვიტამინების დეფიციტი, ძვლების მინერალური სიმკვრივის შემცირება, სპილენძის და სელენის დაბალი დონე და თუთიის მაღალი დონე აღმოაჩინეს.

ანგარიში მოიცავს გაფრთხილებას, რომ ექიმებმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ მხედველობითი ნერვის დაზიანება, რომელიც კვებას უკავშირდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს