მინერალი, რომელიც იმუნურ სისტემას სიმსივნის თავიდან ასაცილებლად სჭირდება

483

ამ მინერალის დეფიციტი სხვადასხვა დაავადების, მათ შორის სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის. საუბარია ისეთ ნივთიერებაზე, როგორიცაა მაგნიუმი.ადრეც ამბობდნენ, რომ მაგნიუმი ერთ–ერთი მთავარი მკვებავი ნივთიერებაა ჯანმრთელობისთვის. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მისი დეფიციტი იმუნური სისტემის აქტივობაზე ცუდ გავლენას ახდენს, გრიპის ვირუსების მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობას ზრდის. ახლახანს მეცნიერებმა შეძლეს იმის გაგება, თუ როგორ გამოიყენება მინერალი იმუნურ სისტემაში.

ჩატარებული კვლევის შემდეგ ექსპერტები აცხადებენ, რომ მაგნიუმი იმუნურ უჯრედებს (T-უჯრედებს) ეხმარება ანომალურ ან ინფიცირებულ კომპონენტებთან ეფექტურად დაკავშირებაში, რომ ისინი გაანადგუროს. მაგნიუმის დეფიციტის პირობებში იმუნური სისტემის უჯრედები, რომლებიც სიმსივნის „მკვლელები“ არიან, აქტივობას კარგავენ და ამოცანას სათანადო ვერ უმკლავდებიან.

„მაგნიუმ დეფიციტურ გარემოში T–უჯრედის ზედაპირზე მდებარე დამაკავშირებელი ცილა LFA-1 მოღუნულ ფორმას იძენს და ინფიცირებულ ან ანომალურ უჯრედებს ეფექტურად ვერ უკავშირდება“ – ამბობს პროფესორი ქრისტოფერ ჰესი, პროექტის წამყვანი ავტორი.

ამავდროულად, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მაგნიუმის როლს, როგორც იმუნური სისტემის კატალიზატორს სიმსივნის ან მისი გავრცელების თავიდან აცილებაში, მეტი კვლევა, მათ შორის კლინიკური ცდები სჭირდება. გახსოვდეთ, რომ იმუნური სისტემა ბევრი მკვებავი ნივთიერების და მინერალის მიღებაზეა დამოკიდებული. ნებისმიერის დარღვევა იმუნურ სისტემას ასუსტებს, ამიტომ მხოლოდ მაგნიუმზე კონცენტრირება არ ღირს. გვაფრთხილებენ კვლევის ავტორები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს