ექიმებმა განმარტეს, რა სარგებელი აქვს ბეგქონდარას ჩაის მაღალი წნევის შესამცირებლად

611

ბეგქონდარა შეიცავს აქტიურ ნაერთებს, რომელიც მცენარის მიღებისას ჰიპოტენზიურ ეფექტზეა პასუხისმგებელი.ბეგქონდარას ჩაი შეიძლება ჰიპერტონიკებისთვის სასარგებლო იყოს: სასმელი ანტიოქსიდანტებით გაჯერებულია, რომელიც მაღალი წნევის შემცირებას ხელს უწყობს. ჟურნალი Plant Foods for Human Nutrition აქვეყნებს ვირთხებზე ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელმაც აჩვენა, რომ ბეგქონდარას ექსტრაქტს როგორც სისტოლოური, ასევე დიასტოლური არტერიული წნევის შემცირება შეუძლია.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ველური ბეგქონდარა არტერიულ წნევას მნიშვნელოვნად ამცირებს, ასევე ჰიპერტონიკ ვირთხებში სისხლძარღვების წინააღმდეგობას ამცირებს. მისი მიღებისას მოლეკულების დონეზე „კარგი“ (HDL) ქოლესტერინი იზრდება და ორგანიზმს „ცუდი“ (LDL) ქოლესტერინის მოშორებაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ ბეგქონდარას ექსტრაქტი გულისცემის სიხშირეს მნიშვნელოვნად ამცირებს (ეს მაღალი არტერიული წნევის მქონე ვირთხებში დაფიქსირდა).

„ბეგქონდარა შეიცავს ნაერთებს, რომელიც მის ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას უზრუნველყოფს. როზმარინის მჟავას, მცენარის ერთ–ერთ მთავარ ნაერთს, სისტოლური არტერიული წნევის შემცირება ფერმენტების ინჰიბირებით შეუძლია“ – განმარტავენ ექიმები.დამატებით ბეგქონდარა შეიცავს A, C, E და K ვიტამინების, ასევე მინერალების, კალციუმის, კალიუმის, რკინის, ფოსფორის მდიდარ კონცენტრაციას. ეს ნივთიერებები სისხლძარღვების მუშაობასა და მდგომარეობაზე პოზიტიურ ზემოქმედებას აძლიერებს, იმუნომასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს, ანთების განვითარებას ხელს უშლის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს