მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მაღალი ქოლესტერინის შესამცირებლად სეზამის ზეთი შეიძლება უფრო სასარგებლო იყოს, ვიდრე ზეითუნის ზეთი.სეზამის ზეთი მდიდარია ნახევრად უჯერი ცხიმებით, როგორიცაა ომეგა 3 და ომეგა 6. ცნობილია, რომ ნაჯერი ცხიმების ნაცვლად ნახევრად უჯერი ცხიმების მოხმარება გულის დაავადებების განვითარების დაბალ რისკთან არის დაკავშირებული. მცირე კვლევამ, რომელშიც 48 პაციენტი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ სეზამის ზეთი „ცუდ“ ქოლესტერინზე უფრო ძლიერ გავლენას ახდენს და ეფექტურად ამცირებს, ვიდრე ცნობილი ზეითუნის ზეთი.
„ორივე ზეთს მსგავსი ეფექტი აქვთ „კარგი“ ქოლესტერინის გაზრდისას, მაგრამ სეზამის ზეთი ზეითუნის ზეთთან შედარებით არაჯანსაღ ქოლესტერინზე უფრო ძლიერ დამთრგუნველ გავლენას ახდენს“ – აცხადებენ კვლევის ავტორები ორ მცენარეულ ზეთზე ერთთვიანი ექსპერიმენტის შემდეგ.აღმოაჩინეს, რომ სეზამის ზეთს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, რომელიც ორგანიზმს ათეროსკლეროზისგან და სისხლძარღვების სახიფათო შევიწროებისგან იცავს. ეს ორი გარემოება მაღალი არტერიული წნევის, არტერიების დაბლოკვის, გულის შეტევის ან ინსულტის რისკის ზრდის მთავარი მიზეზია.
მეცნიერები თვლიან, რომ სეზამის ზეთის სარგებელი მაღალი ქოლესტერინის შემცირებაში ლიგნანებს, ფიტოესტროგენებს უკავშირდება.„აღმოჩენილ იქნა, რომ სეზამინი, სეზამის ერთ–ერთი ლიგნანი, მაღალ არტერიულ წნევას ამცირებს“ – ინფორმაციას გამოცემა Express Health იტყობინება.