სიმსივნის სიმპტომები: აი, როგორი ხმა აქვს ხველას ფილტვის კიბოს დროს

1345

ფილტვის სიმსივნის ნაადრევ ეტაპზე, სანამ დაავადება გავრცელებას დაიწყებს და აგრესიული გახდება, გამაფრთხილებელი ნიშნების გამოვლენა წარმატებული მკურნალობის შანსებს იძლევა. ფილტვის სიმსივნის სიმპტომები ზოგჯერ შეიძლება ვერ დაინახოთ ან ყურადღება არ მიაქციოთ. ექიმს აუცილებლად მიმართეთ, თუ რომელიმე სიმპტომი შენიშნეთ.როგორც ნებისმიერი სიმსივნის შემთხვევაში დიაგნოზის დროულად დასმა წარმატებული მკურნალობისა და გადარჩენისთვის საუკეთესო შანსს იძლევა. Vivien გიამბობთ, რომელ გამაფრთხილებელ ნიშნებს უნდა მიაქციოთ ყურადღება ფილტვის სიმსივნის დროს.

ფილტვის სიმსივნის მეტნაკლებად ცნობილი სიმპტომი მუდმივი ხველაა. ხველა შეიძლება სხვა მდგომარეობის სიმპტომიც იყო. როგორ გავარჩიოთ ჩვეულებრივი ხველა იმ ხველისგან, რომელიც ფილტვის სიმსივნის სიმპტომი შეიძლება იყოს?NHS ირწმუნება, რომ თუ თქვენი ხველა 2–3 კვირაში არ გადადის, ექიმთან გამოკვლევაზე უნდა მიხვიდეთ. ასევე გაფრთხილებთ, რომ ნერვიულობის მიზეზი შეიძლება იყოს ხველა, რომელიც ხანგრძლივი პერიოდი გაქვთ, თანდათან ძლიერდება, ასევე სისხლიანი ნახველი.

ხველის ტიპი შეიძლება ადამიანის მიხედვით განსხვავდებოდეს, მაგრამ ფილტვის სიმსივნის დროს ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მსტვენარე ხიხინი ახლდეს. ხველის სიმძიმეზე მხოლოდ მისი ხმით არ იმსჯელოთ – თუ არ გადადის, ექიმთან ვიზიტზე ჩაეწერეთ.

ფილტვის სიმსივნის სხვა სიმპტომები

NHS–ის მონაცემებით, ფილტვის სიმსივნის მთავარი სიმპტომებია:

  • ხველა, რომელიც 2–3 კვირის შემდეგ არ გადადის;
  • ხანგრძლივი ხველა, რომელიც ძლიერდება;
  • გულმკერდის ინფექციები, რომელიც ხშირად მეორდება;
  • სისხლიანი ხველა;
  • ტკივილი სუნთქვის ან ხველის დროს;
  • მუდმივი ქოშინი;
  • მუდმივი დაღლილობა ან ენერგიის ნაკლებობა;
  • მადის დაკარგვა ან აუხსნელი წონის კლება;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს