მეცნიერებმა პომიდვრის წვენით სისხლში შაქრის დონის შემცირების მეთოდი იპოვეს

992

მეცნიერების მიერ მოპოვებული მონაცემები აჩვენებს, რომ ნახშირწყლების მიღებამდე პომიდვრის წვენის დალევა სისხლში შაქრის დონეზე ნახშირწყლების გავლენას არბილებს და ამცირებს კიდეც.თუ ადამიანს მე–2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი აქვს, სისხლში შაქრის დონე ინსულინის წარმოების დარღვევის გამო შეიძლება სახიფათო დონემდე გაიზარდოს. მეცნიერების თქმით, პომიდვრის წვენი ორგანული მეთოდია სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლის გასაუმჯობესებლად, მათ შორის დიაბეტიკებში.

„პომიდვრის წვენის დალევა არბილებს ნახშირწყლების გავლენას, რომელიც გლუკოზად სწრაფად იშლება, რითაც სისხლში შაქრის მკვეთრ რყევებს იწვევს“ – აცხადებენ მკვლევარები.

კვლევაში მონაწილე ქალები ნახშირწყლოვანი კერძის მირთმევამდე ან 200 გრ პომიდვრის წვენს სვამდნენ ან ამდენივე პომიდორს მიირთმევდნენ ან წყალს სვამდნენ. ეს მოხარშული თეთრი ბრინჯის ჭამამდე 30 წუთით ადრე ხდებოდა. ასე კვლევის მონაწილეები საუზმის და სადილის წინ აკეთებდნენ.მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია იმ მონაწილეებს, რომლებიც ნახშირწყლების მიღებამდე პომიდვრის წვენს სვამდნენ, „გაცილებით“ უფრო დაბალი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც წყალს სვამდა. მათ რეზიუმეში ნათქვამია, რომ

„პომიდვრის წვენის დალევა ნახშირწყლების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე შეიძლება სისხლში გლუკოზის მაჩვენებლის გასაუმჯობესებელი მეთოდი იყოს“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს