სახის ვარჯიშები: სარგებელი თუ ზიანი

395

დერმატოლოგი ანასტასია ელისტრატოვი ნაოჭების წინააღმდეგ ფეისფიტნესის სარგებლობის შესახებ მითს აქარწყლებს.სახის ვარჯიში, ფეისფიტნესი ან ფეისბილდინგი, როგორც სახის ახალგაზრდობის შესანარჩუნებელი მეთოდი, პოპულარობას იძენს. ექსპერტის თქმით, მთლიანად ამ მეთოდზე მინდობა არ შეიძლება.

პირველ რიგში, ფეისფიტნესის მწვრთნელს სახის კუნთების განსაკუთრებული სტრუქტურისა და ფუნქციონირების ცოდნით დაკვეხნა იშვიათად შეუძლია. როგორც წესი, აუცილებელ ცოდნას ან ყბა–სახის ქირურგი ან მაღალკვალიფიციური კოსმეტოლოგი ფლობს.გახსოვდეთ, რომ სასურველი შედეგის მისაღებად ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია. თითოეულ ადამიანს განსაკუთრებული მიმიკა აქვს, რომლის დროსაც სხვადასხვა კუნთები ზედმეტად იჭიმება ან დუნდება: ზოგი წარბებს ჭმუხნის, ზოგი ტუჩებს კრავს და ა.შ.

ნაოჭებთან საბრძოლო ვარჯიშების უმეტესობა კუნთების გარკვეული ჯგუფის გავარჯიშებას გულისხმობს, რაც სახეზე ნაკეცების გარდაუვალ გაჩენას და ახალი ნაოჭის წარმოქმნას იწვევს.„ნაოჭებთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია მოადუნოთ კუნთები, რომლებიც დაჭიმულია, ხოლო მოდუნებული კუნთები არ გაავარჯიშოთ. ამავდროულად, თუ მოდუნებისკენ მიმართული მეთოდი გაგიტაცებთ, ანტაგონისტი კუნთების დაძაბულობა შეიძლება გაზარდოთ და ძველის ნაცვლად ახალი ნაოჭები მიიღოთ“ – განმარტავს ექსპერტი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს