დიეტოლოგი სვეტლანა ფუსი გიამბობთ, რა სარგებელი აქვს ლიჩს.ლიჩი ევროპული ქვეყნებისთვის არც თუ ისე ჩვეული ხილია. უპირატესად აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში იზრდება, თუმცა იშვიათად ჩვენს სუპერმარკეტებშიც გვხდება.სპეციალისტის თქმით, ლიჩი B ჯგუფის, K, E და PP ვიტამინების, ასევე კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის, სელენის, მანგანუმის და რკინის მდიდარი ქიმიური შემადგენლობით გამოირჩევა. ხილის მთავარი ღირებულება C ვიტამინის და სპილენძის შემცველობაა. ლიჩში 71,5 მგ C ვიტამინი შედის, რაც ამ ვიტამინის დღიურ ნორმას აჭარბებს. სპილენძის შემთხვევაში, 100 გრ ხილი დაახლოებით დღიური მოთხოვნილების 15%–ს შეიცავს.
„ნაყოფის რბილობში C ვიტამინის და პოლიფენოლის დიდი რაოდენობით შემცველობის ხარჯზე რეკომენდებულია მათთვის, ვისაც გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, ქოლესტერინის მაღალი დონე და ანემია აწუხებს“ – ამბობს ექიმი.
მისივე თქმით, ლიჩი გამოირჩევა პოლიფენოლების შემცველობით, რომლებიც ორგანიზმს ტოქსიკური ნაერთების მავნე ზემოქმედებისგან იცავენ.გახსოვდეთ! გამოყენების წინ სპეციალისტთან კონსულტანცია აუცილებელია.