სიმსივნის სიმპტომები: მელანომას ნიშნები კანზე

1221

მელანომას ერთ–ერთი ნაადრევი ნიშანი ან კანზე ახალი ხალია ან უკვე არსებული ხალის ფორმის შეცვლა.Cancer Research UK–ის სპეციალისტები ასახელებენ სიმპტომებს, რომლითაც მელანომა (კანის კიბოს სახეობა) შეიძლება გამოვლინდეს. ექსპერტები გირჩევენ, რომ ექიმს მიმართოთ, თუ ხალზე ცვლილებები შენიშნეთ. ექიმების თქმით, ხალის გამოკვლევა მნიშვნელოვანია, თუ ხალი ფორმას, ფერს იცვლის, სისხლდენა, ქერქით დაფარვა, ქავილი და ტკივილი გაწუხებთ.კანზე მელანომას სხვა შესაძლო ნიშნებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.

  • ასიმეტრია. მელანომას წარმონაქმნებს, თუ პირობითად ორ ნახევრად გაყოფთ, ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ნახევარი შეიძლება ჰქონდეს.
  • არათანაბარი კიდეები. მელანომას არათანაბარი, „ბუნდოვანი“ საზღვარი აქვს.
  • ფერის არაერთგვარობა. ნორმალურ ხალს მხოლოდ ერთგვაროვანი ფერი აქვს. მელანომა არაერთგვაროვანი, ნაწილობრივ მუქი ან ღია ფერით გამოირჩევა.
  • დიდი დიამეტრი. მელანომას წარმონაქმნები 6 მმ დიამეტრს აჭარბებს.
  • გაზრდა ან შემცირება. თუ ხალი დროთა განმავლობაში ფორმას იცვლის, უფრო ამობურცული ხდება, ეს შეიძლება მელანომას ნიშანი იყოს.

თუ არსებულ ხალთან მიმართებაში გარკვეული შიში გაწუხებთ, სპეციალისტს რჩევისთვის მიმართეთ. დრო არ გაწელოთ, თერაპევტს ან დერმატოლოგს დროულად მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს