ექიმი მინეშ ჰატრი ადასტურებს, რომ ბალახების დანამატმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ტოქსიკური დაავადება, რომელიც ცნობილია როგორც ჰეპატოტოქსიურობა და შეიძლება სასიკვდილო იყოს.ღვიძლი ფილტრავს ყველაფერს, რაც ორგანიზმში ხვდება, მათ შორის დანამატებს. ამ პროცესში გადამუშავებული ნივთიერებიდან გამომდინარე ტოქსინები შეიძლება წარმოიქმნას.ტოქსინებმა შეიძლება ღვიძლის დაზიანება და ანთება, შედეგად ღვიძლის ციროზი ან ნაწიბურების წარმოქმნა გამოიწვიოს.
ინტოქსიკაციის სიმპტომები:
- მაღალი ტემპერატურა
- დიარეა
- მუქი ფერის შარდი
- ქავილი
- სიყვითლე ან ყვითელი თვალის გარსი და კანი
- თავის ტკივილი
- მადის დაქვეითება
- გულისრევა
- მუცლის ტკივილი
- ღებინება
- წონის კლება
- თეთრი ან ნაცრისფერი განავალი
„მცენარეული დანამატები, რომლებიც ალოე ვერას ან ციმიციფუგას შეიცავენ, შეიძლება თქვენი ღვიძლისთვის ტოქსიკური იყოს“ – ამბობს ექიმი.სხვა მცენარეები, რომლებმაც შეიძლება ღვიძლის ტოქსიკური დაავადება გამოიწვიოს, მოიცავს:
- კასკარა
- ჩაპარალი
- ლაშქარა
- ეფედრა
- კავა
თუ ტოქსიკურობის რაიმე ნიშანი შეამჩნიეთ, ექიმს შეატყობინეთ ნებისმიერი დანამატის შესახებ, რომელიც მიიღეთ.ღვიძლის ტოქსიკური დაავადების დიაგნოსტიკური საშუალებები შეიძლება მოიცავდეს სისხლის ანალიზს, ულტრაბგერით გამოკვლევას ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას და, ზოგიერთ შემთხვევაში, ღვიძლის ბიოფსიას.