გავრცელებული ჩვევები, რომლებმაც შეიძლება თირკმლები დააზიანოს

934

მარილის ბოროტად გამოყენება, წყლის არასაკმარისი დალევა – ბევრი გავრცელებული ჩვევა თირკმლების დაზიანებას ხელს უწყობს.წყვილი თირკმელი ზედმეტი წყლის და სისხლის ნარჩენების გაფილტვრაზე დაუღალავად მუშაობს. თირკმლები ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ორგანიზმს პოტენციური ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება. გავრცელებული ჩვევის გამო თირკმლები უფრო შეიძლება დაავადდეს. გაქვთ თუ არა ეს ჩვევები თქვენს ცხოვრებაში?

  • არასაკმარისი ჰიდრატაცია. ადამიანის სხეულის 60% წყლისგან შედგება. ამის გამო ორგანიზმში წყლის ბალანსის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გაუწყლოებამ თირკმლებს შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.
  • ძალიან ბევრი მარილი. ნატრიუმის ზედმეტად მიღებამ შეიძლება ჰიპერტონია და შედეგად თირკმლების დაავადება გამოიწვიოს. აკონტროლეთ გადამუშავებული პროდუქტების, სწრაფი კვების პროდუქტების, შემწვარი კერძების მიღება – ეს წყვილ ორგანოს მხოლოდ სარგებელს მოუტანს.
  • ალკოჰოლის ჭარბად მიღება. ალკოჰოლიზაცია ჰიპერტონიაზე არახელსაყრელ ზემოქმედებას აძლიერებს, რაც თირკმლების უკმარისობის განვითარების რისკს ზრდის.
  • ტკივილგამაყუჩებლების მიღება. ექიმები აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებლების მიღება გავრცელებული ჩვევაა. ზოგჯერ მისი მიღება აუცილებელია, თუმცა ექიმები გირჩევენ მის გამოყენებაზე უარი თქვათ, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ. ტკივილგამაყუჩებლების, განსაკუთრებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება თირკმლების ქსოვილების დაზიანება გამოიწვიოს.
  • თამბაქოს მოწევა. თუ დროდადრო ეწევით, ეს ჩვევა სჯობს დაივიწყოთ. სპეციალისტები თამბაქოთი გამოწვეულ სხვადასხვა გართულებებსა და ჯანმრთელობის საფრთხეს შორის თირკმლების სიმსივნის განვითარების რისკს გამოყოფენ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს