ექიმი განმარტავს, რა შეიძლება გამოიწვიოს მაღაზიის თეთრი პურის მირთმევამ

402

მაღაზიის თეთრი პურის მუდმივად მირთმევა ინსულინრეზისტენტობის განვითარებას ხელს უწყობს, გვაფრთხილებს დიეტოლოგი ელენა სოლომატინა.თეთრი ფქვილისგან დამზადებული პურფუნთუშეული ყოველდღიურ რაციონში არ უნდა შედიოდეს, განაცხადა ექიმმა დიეტოლოგმა. ამის ერთ–ერთი მიზეზი შაქრის მაღალი კონცენტრაციაა, რის შედეგად ადამიანებს, რომლებიც თეთრ პურს მუდმივად ჭამენ, კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობა შეიძლება დაერღვათ.

„თეთრ პურში შემავალი შაქარი კუჭქვეშა ჯირკვალს ანადგურებს, რადგან ბევრ ინსულინს გამოყოფს. შედეგად, ინსულინრეზისტენტობა ვითარდება. ამ შემთხვევაში შაქარი იზრდება და სისხლძარღვების კედლებს ანადგურებს” – განმარტავს ელენა სოლომატინა.ექიმი ამატებს, რომ შაქრის მაღალი დონე სისხლძარღვების მდგომარეობას აზიანებს, ადამიანი პოტენციურად სახიფათო პათოლოგების მიმართ მგრძნობიარე ხდება, მათ შორის ქოლესტერინის დონე, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის და დემენციის განვითარების რისკი იზრდება.

„კარდიოლოგები ხაზს უსვამენ, რომ რაციონიდან ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების გარეშე შეგიძლიათ გამორიცხოთ პური, თუ საქმე უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებულ პროდუქტებს ეხება.“

მაღაზიის თეთრი პურის დამახასიათებელი თვისება – მაღალი გლიკემიური ინდექსი. მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტების ჭამამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი წონა და სიმსუქნე, მე–2 ტიპის დიაბეტის განვითარება. გარდა ამისა, სოლომატინი ამატებს, რომ ასეთი პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს მარგარინს, ტრანსცხიმებს.სჯობს სახლში გამომცხვარი პური მიირთვათ და მის რაოდენობას ყურადღება მიაქციოთ.