ექიმმა დაასახელა საუზმის უარესი ვარიანტი კუჭქვეშა ჯირკვლისთვის

742

გასტროენტეროლოგ სერგი ვიალოვის თქმით, კარაქიანი და ყველიანი ბუტერბროდით საუზმობა კუჭქვეშა ჯირკვლის მდგომარეობაზე ცუდ გავლენას ახდენს. ექიმი თვლის, რომ ბუტერბროდი კარაქით და ყველით საუზმის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან ძალიან ცხიმიანი წასახემსებელია.

„ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების მაღალი შემცველობის გამო ასეთი საკვები კუჭქვეშა ჯირკვალზე დატვირთვას ზრდის“ – აცხადებს გასტროენტეროლოგი.

ვიალოვი აღნიშნავს, რომ როცა ადამიანი ერთ მიღებაზე ბევრ ცხიმს იღებს, მისი კუჭქვეშა ჯირკვალი და ღვიძლი ინტენსიური მუშაობის რეჟიმზე გადადის. ეს ჯირკვლების სადინარებში ნაღვლის რეფლუქს და ფერმენტების გადაჭარბებულ გააქტიურებას გამოიწვევს. შედეგად, კუჭქვეშა ჯირკვლის ქსოვილი გადახარშვას იწყებს.

„აქედან მოდის მწვავე პანკრეატიტი“ – გაფრთხილებთ ექიმი.

სერგი ვიალოვი ამატებს, რომ ზოგჯერ ყველიანი ბუტერბროდის მირთმევა საშიში არაა, თუმცა მსგავსი ვარიანტით საუზმობა ან წახემსება ყოველდღე არ უნდა განმეორდეს. ექიმი ხაზს უსვამს, რომ სისხლძარღვებისა და გულის ჯანმრთელობისთვის ცხოველური ცხიმები მკაცრად ზომიერად უნდა მიირთვათ.

„სასურველია, რომ დღეში სამიდან 2 კვება ვეგეტარიანული იყოს“ – დააზუსტა ვიალოვმა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს