ექიმი: სუპერმარკეტებში ნაყიდი ზოგიერთი პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საზიანოა

605

ანა დრობიშევი, ნუტრიციოლოგი და დიეტოლოგი, აცხადებს, რომ სუპერმარკეტში ნაყიდი ზოგიერთი პროდუქტის მიღება ჯანმრთელობას აზიანებს. მათ შორისაა პასტერიზებული რძე. ექიმი აღნიშნავს, რომ პასტერიზაციის დროს რძის ცილების სპეციფიკური ტრანსფორმაცია ხდება, რაც საჭმლის მონელების პროცესს არღვევს.

„პასტერიზაციის გამო მოსახლეობის 75%–ს ლაქტოზის აუტანლობა აქვს“ – ამბობს დრობიშევი.

ექსპერტი რაფინირებული, დეზოდორირებული მცენარეული ზეთების გამოყენებას ნეგატიურად უყურებს. ასეთი მეთოდით დამუშავებული ზეთი კანცეროგენების წყაროა.კიდევ ერთი პროდუქტი სუპერმარკეტიდან, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს, – ტკბილი იოგურტი. ექიმი გაფრთხილებთ, თუ მუდმივად ტკბილ იოგურტს და ხაჭოს მიირთმევთ, შეიძლება ჭარბი წონის პრობლემებმა, ინსულინრეზისტენტობამ, სისხლში შაქრის მაღალმა დონემ შეგაწუხოთ.გარდა ამისა, ექსპერტი აშკარა უსარგებლო პროდუქტად მიიჩნევს სწრაფი მომზადების ფაფებს, შეფუთულ წვენებს, ქათამს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს