ლობიო დიაბეტიკებს შაქრის დონის შემცირებაში ეხმარება

878

ლობიოს მირთმევა კარგი მეთოდია სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად, მათ შორის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. ამის შესახებ ბრიტანელი ექიმები საუბრობენ.Daily Express–ის მონაცემებით, სპეციალისტებმა მე–2 ტიპის დიაბეტიკებში ბრინჯის, ასევე ბრინჯისა და ლობიოს მიღებაზე რეაქციები შეისწავლეს. ბრინჯი მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტია, რომელიც ნახშირწყლების მაღალი შემცველობის გამო სისხლში გლუკოზის დონეს სწრაფად ზრდის. ჭამის შემდეგ მოხალისეებს სისხლის ანალიზებს უღებდნენ – სხვადასხვა დროს კვების მიხედვით.

შემოწმებამ აჩვენა, რომ დიაბეტიკების რაციონში ლობიოს დამატება შაქრის დონის მნიშვნელოვნად შემცირებას ხელს უწყობს. მეცნიერების აზრით, პროდუქტებს შორის, რომლებიც სისხლში გლუკოზის ათვისებას ანელებს და ამით შაქრის დონის მკვეთრ რყევებს ხელს უშლის, ლობიო მეტნაკლებად გამოხატულ მოქმედებას ფლობს. ეს ეფექტი ლობიოში ცილების და ხსნადი უჯრედისის შემცველობით არის განპირობებული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს