კალიუმით მდიდარი წვენი მაღალ წნევას ეფექტურად ამცირებს

563

მეცნიერების მოსაზრებით, კალიუმით მდიდარი ნატურალური ქლიავის წვენი ჰიპერტონიასთან საბრძოლველად ეფექტური ორგანული საშუალება შეიძლება იყოს.ვულონგონგის (ავსტრალია) უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, 1 ულუფა (300 მლ) ქლიავის წვენი მომდევნო 24 საათის განმავლობაში „არტერიული წნევის მნიშვნელოვან შემცირებას“ ხელს უწყობს. კვლევა ჩაატარეს იაპონური ჯიშის ქლიავზე Queen Garnet, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ანტოციანინებს – ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ჰიპოტენზიურ ეფექტს ფლობს.

ექსპერიმენტის მონაწილეები დაიყვნენ ორ ჯგუფად: პირველ ჯგუფში 65 და მეტი წლის ასაკის ხალხი მოხვდა, მეორეში – 18-45 წლის ადამიანები. მოხალისეები ან ერთ დოზა 300 მლ ქლიავის წვენს იღებდნენ, ან 100 მლ ქლიავის წვენს დღეში 3–ჯერ. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ კვლევის ბოლოს არტერიული წნევის შემცირება ორივე ჯგუფში დაფიქსირდა. წნევის შემცირებაში განსაკუთრებით კარგი შედეგი ხანდაზმულებში წვენის ერთჯერად მიღებას ჰქონდა.

ადრე მეცნიერებმა ქლიავის ჰიპოტენზიური მოქმედება ჰიპერტონიით დაავადებულ ვირთხებზე დაკვირვებისას აღმოაჩინეს. ამის შესახებ ჟურნალი Pharmacognosy Reviews წერს. სპეციალისტებმა ვირთხების არტერიულ წნევაზე შავქლიავის ექსტრაქტის გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ მისი მიღება ჰიპერტონიკ ცხოველებში წნევას მომდევნო 45 წუთის განმავლობაში ამცირებდა.მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ანტიოქსიდანტური ეფექტის გარდა,

„კალიუმით მდიდარი ქლიავი და მისი წვენი შარდვის გზით ნატრიუმის მოშორებას ხელს უწყობს, რაც სისხლძარღვების კედლების შიგნით დაძაბულობას ამცირებს. ამის ხარჯზე არტერიული წნევა და ინსულტის ალბათობა მცირდება“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს