ექიმი ჯოდი მოფატი ასახელებს 2 ყველაზე ეფექტურ მეთოდს სიმსივნისგან დასაცავად

994

ბრიტანელი დიაგნოსტიკი ჯოდი მოფატი, რომელიც სიმსივნის გამოვლენაზეა სპეციალიზირებული, ამბობს, რომ სიმსივნის დაავადების განვითარების 40%–მდე შეფერხება დამოუკიდებლად შესაძლებელია.ექიმი ჯოდი მოფატი ინტერვიუში საუბრობს იმ ნაბიჯებზე, რომელიც ადამიანმა სასიკვდილო დაავადების განვითარების შესამცირებლად შეიძლება გადადგას. ექიმი ასახელებს 2 ყველაზე ეფექტურ მეთოდს სიმსივნისგან დასაცავად.

„ჩვენ ვიცით, რომ სიმსივნის შემთხვევების 40% უკავშირდება მიზეზებს, რომლის პრევენცია ცხოვრების წესის ხარჯზე შეიძლება. ერთ–ერთი ასეთი მიზეზი თამბაქოს მოწევაა: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა მოწევას თავი დაანებონ“ – გვიზიარებს ექსპერტი.

გარდა ამისა, ექიმი სიმსივნისგან დასაცავად ეფექტურ მეთოდად ასახელებს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას, ზედმეტი კილოგრამების დაუშველობას.მოფატის თქმით, ნორმალური სხეულის წონის შენარჩუნებას უკავშირდება ჩვევები, რომელიც კვების სტილს და ფიზიკურ მოძრაობას განსაზღვრავს. სიმსივნის ფართო სპექტრთან დაკავშირებული სიმსუქნის ყველაზე ეფექტური პროფილაქტიკაა ახალი, ნაკლებად დამუშავებული საკვების, ხილის და ბოსტნეულის ჭამა, ასევე კალორიების დათვლა. დამატებით, მოძრაობა მნიშვნელოვანია.

„სათანადო ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება ძუძუს და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს“.

ზრდასრულმა ადამიანმა კვირაში მინიმუმ 150 წუთი ზომიერ აეროვარჯიშებს უნდა დაუთმოს ან 75 წუთი აქტიურ აერობულ დატვირთვას (ოფლის გამომწვევი).

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს