ნაკლებად ტკბილი ჯიშის ვაშლი მაღალ ქოლესტერინს ეფექტურად ებრძვის, ამის შესახებ ჟურნალი Harvard Health წერს.
„ვაშლი საუკეთესო ხილია სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად“ – ფიქრობენ ექსპერტები.
სპეციალისტები თვლიან, რომ ქოლესტერინის შემცირების ეფექტი ვაშლში ხსნადი უჯრედისის დიდ რაოდენობას უკავშირდება. კერძოდ, ვაშლი მდიდარია ისეთი უჯრედისით, როგორიცაა პექტინი.
„პექტინს, რომელსაც ვაშლი შეიცავს, მაღალ ქოლესტერინთან ბრძოლის მეტნაკლებად გამოხატული უნარი აქვს“ – დაასკვნეს მეცნიერებმა, რომელთა კვლევა European Journal of Nutrition–ში გამოქვეყნდა.
Mayo Clinic-ის კვლევითი ცენტრის ექიმები აცხადებენ, რომ ხსნადი უჯრედისის მიღებით სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის, „ცუდი“ ქოლესტერინის შემცველობა მცირდება.
ჟურნალი Harvard Health ამატებს, რომ ქოლესტერინის შესამცირებლად ასეთივე კარგი ეფექტი ავოკადოს აქვს.