ძლიერი ანტიოქსიდანტებით მდიდარი მწვანე ჩაის დალევა ინსულტით სიკვდილის რისკს 62%–ით ამცირებს. ამის შესახებ მკვლევარები საუბრობენ.
ინსულტი გულ–სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის გაუარესების შედეგია, ასევე სიკვდილის და უნარების შეზღუდვის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი. იაპონიაში ჩატარებული კვლევის ავტორებმა დაადგინეს, ერთი სასმელი შეიძლება განსაკუთრებით ეფექტური იყოს სიკვდილის პრევენციაში, რომელიც ტვინის ამ სახიფათო დაზიანებას ახლავს. მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ
„ინსულტ გადატანილ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე მინიმუმ 7 ფინჯან მწვანე ჩაის სვამდნენ, სიკვდილის რისკი 62%–ით შეუმცირდათ, ვიდრე მათ, ვინც ჩაის არ სვამდა“.
სუიტში ოსაკის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გაანალიზეს 40-79 წლის ასაკის 46 000–ზე მეტი ადამიანის მონაცემები, რომლებიც იაპონიაში კოჰორტულ კვლევაში მონაწილეობდნენ. კოჰორტულ კვლევაში მოხვდნენ ადამიანები, რომლებმაც გულის შეტევა ან ინსულტი გადაიტანეს, ან არც ერთი ან მეორე.
ადამიანების ცხოვრების წესის შესწავლის და დაავადებების განვითარებასთან შედარების შემდეგ დაასკვნეს, რომ მწვანე ჩაის მოყვარულები ინსულტით გადატანის შემდეგ სიკვდილის რისკისგან დაცულნი არიან. სავარაუდოდ, ასეთ დაცვას სასმელში შემავალი ანტიოქსიდანტები უზრუნველყოფს. პირველ რიგში, მკვლევარები გამოყოფენ პოლიფენოლებს, განსაკუთრებით კატეხინებს და ეპიკატეხინებს.
თავის მხრივ, წინა კვლევები აჩვენებს, რომ მწვანე ჩაის დალევა სისტოლური არტერიული წნევის და LDL ქოლესტერინის მაღალი დონის შესამცირებლად ეფექტურია.