გაშავებული ბანანი. შეიძლება თუ არა მისი ჭამა და რა გავაკეთოთ

1335

ბევრი ადამიანი ბანანს მაღაზიაში ყიდულობს და რამდენიმე დღეში პრობლემებს აწყდება. ხილი გაშავებას იწყებს. მაშინ ჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა გაშავებული ბანანის ჭამა?

Vivien ეცდება გააქარწყლოს მითები გაშავებული ბანანის შესახებ, რომელსაც შეიძლება ინტერნეტ სივრცეში შეხვდეთ. დაიმახსოვრეთ, ბანანის ნაგვის ურნაში გადაგდება არ ღირს, თუ მის ქერქზე შავი ლაქები დაინახეთ. ეს გაფუჭების ნიშანი არაა. რაზე მიგანიშნებთ ხილის ფერის ცვლილება?

შეიძლება თუ არა გაშავებული ბანანის ჭამა

ბევრს ეს ხილი სასიამოვნო გემოს გამო უყვარს. ცოტამ თუ იცის, რომ რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ ბანანს, მით უფრო ტკბილი ხდება. საქმე იმაშია, რომ ჟანგბადის ზემოქმედებით მიმდინარეობს პროცესი, რომლის შედეგად რბილობი და ქერქი რბილდება. გემო უმჯობესდება: უფრო ტკბება. ქერქის ფერი იცვლება: მუქდება.

ორგანიზმისთვის სარგებელი

ამ პროცესის არ შეგეშინდეთ. გაშავებული ბანანის ჭამით ადამიანის ორგანიზმს საფრთხე არ ემუქრება. მწიფე ხილის მონელება უფრო მარტივია. სწორედ ამიტომ, ქერქზე შავი ლაქების გაჩენა მხოლოდ კარგი ნიშანია. ძალიან მწიფე ბანანი ხველასთან საბრძოლველად საუკეთესო დამხმარე საშუალებაა. ხილი თაფლს აურიეთ და დღეში რამდენჯერმე მიირთვით.

ბანანი სპორტსმენების საყვარელი წასახემსებელია, რადგან ნოყიერი პროდუქტი და ენერგიის წყაროა. ამრიგად, მძიმე ვარჯიშის შემდეგ ხილი საუკეთესოდ ეხმარებათ. დამტკიცებული ფაქტი: ბანანში შემავალი მინერალები და ნივთიერებები ამტანობას ზრდის.

კერძების ვარიანტები მწიფე ბანანით

თუ ბანანის ქერქმა ფერი შეიცვალა და შინაგანი ესთეტი ამ სახით ბანანის მიღების უფლებას არ გაძლევთ, გამოსავალი არსებობს. ბევრი სხვადასხვა კერძი არსებობს, რომლის ინგრედიენტად ბანანი გამოიყენება. ტკბილეულის მოყვარულებს მოეწონებათ ბანანის დესერტები. ბანანის პური და ოლადები შესანიშნავი არჩევანია, თუ ახლობლების გახარება გემრიელი ცომეულით გსურთ.

შესაბამისად, მწიფე ბანანი შეგიძლიათ მიირთვათ და ჯანმრთელობაზე არ იდარდოთ. თუ მოულოდნელად ქერქზე არა მხოლოდ შავი ლაქები, არამედ ბზარებიც გაჩნდა, ხილი სჯობს გადააგდოთ. ნახვრეტიდან შეიძლება პათოგენები გამრავლდეს. სწორედ ამიტომ, გამოყენებამდე გაშავებული ბანანი კარგად დაათვალიერეთ და ახლობლები ხშირად გაახარეთ საინტერესო კერძებით, რომელიც ტკბილ და გემრიელ ხილს მოითხოვს.