ჩინელმა ექიმებმა დაასახელეს თირკმლების დაზიანების გარე სიმპტომები

906

ჩინელი ექიმების აზრით, თირკმლების დაზიანება დაბერებას აჩქარებს და სხვა დაავადებებისკენ მიდრეკილებას აძლიერებს. სწორედ ამიტომ, მისი სიმპტომების ცოდნა მნიშვნელოვანია.გამოცემაში Sina ექიმები მოგიწოდებთ, რომ ორგანიზმის მუშაობის ზოგიერთი ცვლილება უყურადღებოდ არ დატოვოთ – შეიძლება თირკმლების პრობლემების გარე სიმპტომები იყოს.

გაღვიძება ტუალეტში წასასვლელად. ჩინელი ექიმები ამბობენ, რომ თუ შარდვის სურვილი ადამიანს გვიან აღვიძებს, ეს შეიძლება თირკმლების დაზიანების ერთ–ერთი სიმპტომი იყოს.„ადამიანი ძალიან ადრე იღვიძებს, რომ ტუალეტში შევიდეს ან ეღვიძება იმ შეგრძნებით, რომ მოშარდვა ძალიან სურს“.

სმენის დაქვეითება. ჩინური მედიცინის სწავლების თანახმად, თირკმლებსა და სმენის ორგანოს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს.„თუ სმენის დაქვეითება ან ყურებში შუილი გაწუხებთ, ეს შეიძლება თირკმლების უკმარისობის ნიშანი იყოს“.გარდა ამისა, სპეციალისტების თქმით, ადამიანის ყურები შეიძლება გამუქდეს.

სხვა სიმპტომები. ექიმები ასახელებენ შემდეგ ცვლილებებს.

  • თვალების ქვეშ წრეების გაჩენა;
  • ხელისგულის შეშუპება ნეკა თითის ქვემოთ;
  • ტკივილი წელის არეში;
  • ღამით ოფლიანობა (განსაკუთრებით ხელისგულებზე);
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს