გულის უკმარისობის 4 გარე ნიშანი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

1313

აუხსნელი დაღლილობა და შეშუპებისკენ მიდრეკილება ფრანგი ექიმის ჩამონათვალში გვხვდება, რომელიც გულის უკმარისობის გარე ნიშნებია. კარდიოლოგი, პროფესორი ნიკოლ ლამბლენი ასახელებს 4 ყველაზე გავრცელებულ ნიშანს, რომელიც გულის უკმარისობას ახასიათებს.

სუნთქვის დარღვევა. გულის უკმარისობისას ხშირად გვხდება ქოშინი, რომელსაც ბევრი სერიოზულად არ აღიქვამს.„პაციენტი ხშირად საჭირო არ თვლის, რომ თერაპევტს იმ ეპიზოდებზე უამბობს, როცა სუნთქვა უჩერდებათ. სუნთქვის შეკავება ნორმალური არაა“ – აცხადებს პროფესორი ლამბლენი გაზეთთან Le Figaro ინტერვიუში.კარდიოლოგი გირჩევთ, რომ არათანმიმდევრულ სუნთქვას ყურადღება მიაქციოთ, რომელიც მცირე ფიზიკური დატვირთვის ან დასვენების, ძილის დროს წარმოიქმნება.

შეშუპება. მეცნიერის თქმით, გული, რომელიც სათანადოდ არ მუშაობს, თირკმლებს საჭირო რაოდენობის სისხლს ვერ აწვდის. ეს კომპენსაციის მექანიზმს რთავს: თირკმლები წყალს და მარილს ხელახლა შეიწოვს.„ქვედა კიდურების, კერძოდ, კოჭის და წვივის შეშუპება ხდება“.

ვიწრო ტანსაცმელი. გულის უკმარისობის ფონზე წარმოქმნილი შეშუპება წონის და სხეულის მოცულობის ზრდას იწვევს. ჩვეული ნივთები პატარავდება.

დაღლილობა. პროფესორი ლამბლენი განმარტავს, რომ გულის უკმარისობას ახასიათებს დაღლილობა, რომელიც ადამიანს მცირე დატვირთვის დროსაც აწუხებს.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი სერიოზული მიზეზია, რომ თერაპევტს მიმართოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს