7 საკონტროლო ნიშანი, რომელიც ღვიძლში ზედმეტი ცხიმის არსებობაზე მიგანიშნებთ

1110

ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება 2 ძირითადი ფორმით გვხდება. ღვიძლის უალკოჰოლო ცხიმოვანი დაავადება – რიგი გარემოებების აღმნიშვნელი ტერმინი, რომელიც ღვიძლში ცხიმის დაგროვებას იწვევს. ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება შეიძლება ალკოჰოლის ჭარბი მიღებით იყოს გამოწვეული. ამ მდგომარეობას სიმპტომები ხშირად არ აქვს, მაგრამ გარკვეული ნიშნები არსებობს, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.

კლივლენდის კლინიკის ინფორმაციით, ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება, სანამ ციროზად არ გადაიქცევა, როცა ღვიძლზე ნაწიბურები წარმოიქმნება.ორგანიზაცია ამბობს, რომ სიმპტომები შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი ან სისავსის შეგრძნება მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში. ასევე შეიძლება გაწუხებდეთ გულისრევა, მადის დაკარგვა ან წონის კლება.სხვა ადამიანებში კანი და თვალის თეთრი გარსი მოყვითალო შეფერილობას იღებს სიყვითლის ან მუცლის და ფეხის შეშუპების გამო. ისინი ძლიერ დაღლილობას, გონების დაბინდვას და სისუსტეს გრძნობენ.

ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება „ნაადრევი გამაფრთხილებელი ნიშანია“, რომელიც „დაგეხმარებათ ღვიძლის სასიკვდილო დაავადების თავიდან აცილებაში“, როგორიცაა ციროზი ან ღვიძლის კიბო.

„მაშინაც კი, თუ ახლა სიმპტომები ან ღვიძლის ფუნქციების დარღვევები არ გაწუხებთ, მაინც საჭირო ზომები მიიღეთ, რომ ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების განვითარება შეაჩეროთ ან პრევენცია მოახდინოთ“.

British Liver Trust–ის მონაცემებით, ღვიძლის დაავადებების მქონე ადამიანებმა, რომელთაც მუქი შავი ფორებიანი განავალი ან მუქი შარდი აქვთ, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას უნდა მიმართონ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს