ექიმმა დაასახელა ყველაზე საჭირო პროდუქტები სურდოსგან დასაცავად

734

ექიმი ფალახი ნურჟახანის თქმით, ზამთარში სურდოსგან დასაცავად ორგანიზმს D ვიტამინი, ცილები და პრობიოტიკები სჭირდება.თერაპევტი ასახელებს ყველაზე საჭირო პროდუქტებს, რომელთა დახმარებით ორგანიზმს ზამთარში სურდოსა და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებისგან დაიცავთ. ფალახი ნურჟახანი აღნიშნავს, რომ წლის ამ დროს ორგანიზმი „მზის“, D ვიტამინის მნიშვნელოვან დეფიციტს განიცდის. სწორედ ამიტომ, ამ ვიტამინის შემცველი პროდუქტების მიღება აუცილებელია.

„რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს D ვიტამინით მდიდარი თევზი: ორაგული, ნერკა, თინუსი და სარდინი.აუცილებლად უნდა მიიღოთ ცილები, მათ შორის ცხოველური წარმოშობის ცილები. ცილოვანი პროდუქტები ბევრი ამინომჟავის შეუცვლელი წყაროა, რომელიც აქტიური იმუნური სისტემის შესანარჩუნებლად აუცილებელია.ექიმი თვლის, რომ ზამთარში სურდოსგან დასაცავად ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი მჟავე კომბოსტოა.

„ზამთრის მენიუში აუცილებლად უნდა ჩართოთ მჟავე კომბოსტო, რადგან ბუნებრივი დუღილისას მასში წარმოიქმნება ბევრი პრობიოტიკი და ვიტამინი, კერძოდ, ასკორბინის მჟავა.“

გარდა ამისა, რძემჟავა პროდუქტები სასარგებლოა. ასეთი პროდუქტები პრობიოტიკების და ლაქტობაქტერიების მდიდარი წყაროა, რომელთა წყალობით ნაწლავების მიკროფლორის მდგომარეობა უმჯობესდება. იმუნიტეტის სიძლიერე დიდწილად ამაზეა დამოკიდებული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს