ჩვეულებრივ, მაღალი არტერიული წნევის შესამცირებლად მწვანე ჩაის დალევას გვირჩევენ, მაგრამ ამ ამოცანას ასკილის ჩაიც მშვენივრად გაუმკლავდება.
სპეციალისტები თვლიან, რომ ასკილის ჩაი ერთ–ერთი სასმელია სისხლძარღვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მაღალი არტერიული წნევის შესამცირებლად. სერბულ გამოცემასთან Magazin Novosti ინტერვიუში ექსპერტები ამბობენ, რომ
„ამ ჩაიში შემავალი ფლავონოიდები გულში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც მაღალი წნევის პრევენციას უზრუნველყოფს“.
ექიმები აღნიშნავენ, რომ არსებული კვლევის მონაცემები C ვიტამინის მიღებასა და გულის დაავადებების განვითარების რისკის შემცირებას შორის კავშირზე საუბრობს. ასკილი სხვა ბოსტნეულთან და ხილთან შედარებით C ვიტამინის შემცველობით ჩემპიონია. გარდა ამისა, C ვიტამინი იმუნური სისტემის აქტიური მუშაობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მათ შორისაა სისხლის თეთრი უჯრედების (ლიმფოციტების) სტიმულირება, რომელიც ორგანიზმს ინფექციებისგან იცავენ. ასე გული ინფექციური დაავადებებისგან დამატებით დაცულია. ექსპერტები ამატებენ, რომ
„ასკილის ჩაი ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე ნაერთებს, მათ შორის პოლიფენოლებს და გალაქტოლიპიდებს, დიდი რაოდენობით შეიცავს.