7 ბოსტნეული, რომლის ჭამაც ჰიპერტონიკებისთვის წნევის შესამცირებლად სასარგებლოა

872

მკვლევარები აცხადებენ, რომ ჰიპერტონიკებმა გარკვეული ბოსტნეული ყოველდღიურ რაციონს წნევის შესამცირებლად და მის უკეთ გასაკონტროლებლად უნდა დაუმატონ.

მაღალი არტერიული წნევა ან ჰიპერტონია ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემაა, რომლის დროსაც სისხლში წნევა არტერიების კედლებზე დაუყონებლივ მნიშვნელოვანი ხდება. საბოლოოდ, ეს რიგ გართულებებს იწვევს, მათ შორისაა გულის და თირკმლის დაავადებების, ინსულტის განვითარების რისკი. სხვათა შორის, კვების რაციონში ზოგიერთი ცვლილება არტერიული წნევის უკეთ გაკონტროლებას ხელს უწყობს და ამცირებს კიდეც. მეცნიერები თვლიან, რომ ჰიპერტონიკებისთვის ნიტრატებით მდიდარი ბოსტნეული სასარგებლოა.

„კვლევამ აჩვენა, რომ 1–2 ულუფა ნიტრატით მდიდარი ბოსტნეულის მიღებამ შეიძლება ჰიპერტონიის სიმპტომები, მათ შორის მაღალი არტერიული წნევა შეამციროს“.

  • ისპანახი. ზემოთ აღნიშნული ნიტრატებით მდიდარია. ეს ნივთიერება სისხლის მიმოქცევაზე დადებით გავლენას ახდენს, გულზე დატვირთვას ამცირებს.
  • წითელი კომბოსტო. ერთ–ერთი საუკეთესო ბოსტნეულია არტერიული წნევის დასარეგულირებლად. ასეთი უნარი კალიუმის დიდი რაოდენობით არის გამოწვეული.
  • ნიორი. სურნელოვანი ბოსტნეულის მთავარი ინგრედიენტი, ალიცინი, აზოტის ოქსიდის გამომუშავებას ხელს უწყობს, კუნთებს აგლუვებს და სისხლძარღვებს ადუნებს, რომ გაფართოვდეს. ასეთმა ცვლილებებმა შეიძლება არტერიული წნევა შეამციროს.
  • ბროკოლი. ბოსტნეული მდიდარია სამი მინერალით, რომელიც არტერიულ წნევას არეგულირებს: მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი.
  • კალე (ხუჭუჭა ბოსტნეული). მისი მუქი მწვანე ფოთლები მდიდარია კალიუმით, რომელიც მაღალი არტერიული წნევის დროს სისხლძარღვების სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს. გარდა ამისა, კალე ორგანიზმს გულისთვის სასარგებლო საკვები ნივთიერებებით და ანტიოქსიდანტებით უზრუნველყოფს, როგორიცაა ლუტეინი, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა და ფლავონოიდები.
  • ჭარხალი. კიდევ ერთი ბოსტნეული, რომელიც ბევრ ბუნებრივ ნიტრატს შეიცავს. მეცნიერული მტკიცებულებები ამბობს, რომ ჭარხლის წვენის მიღება მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში არტერიული წნევის შემცირებას ხელს უწყობს.
  • შვეიცარული მანგოლდი. მდიდარია მაგნიუმით, კალციუმით, კალიუმით – მინერალებით, რომლებიც არტერიულ წნევას არეგულირებენ. ამ ბოსტნეულის მიღება გულის სხვადასხვა დაავადებების, ანთების და ქოლესტერინის მაღალ დონესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს