ექიმები გაფრთხილებთ, რომ ეს პროდუქტები ერთად არ მიირთვათ

985

ექიმები გვაფრთხილებენ, ეს პროდუქტები გარკვეული კომბინაციით ჯანმრთელობისთვის შეიძლება სახიფათო იყოს.

  • თეთრი ფქვილის ნაწარმი და მურაბა, ჯემი. ფუნთუშა მურაბით ან თეთრი პურის ტოსტი ჯემით – ნაცნობი კომბინაციაა, ასეა? ექიმების აზრით, მათი ერთად მიღება არ შეიძლება. მარტივი ნახშირწყლები, როგორც თეთრ პურში, ასევე მურაბაში, სისხლში შაქრის და ინსულინის დონის მკვეთრ რყევებს იწვევს, მე–2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის.
  • ბურგერი და ლუდი. მათი ერთად მიღებაც არ შეიძლება. მსგავსი კომბინაცია საჭმლის მონელებას და ნივთიერებათა ცვლას ძლიერ ანელებს. ორგანიზმი ჯერ ალკოჰოლს შლის, შემდეგ ცხიმს, რომელიც მუცელსა და ბარძაყებზე გროვდება.
  • ოსპი და წითელი ღვინო. ასეთი კომბინაციისას რკინის ათვისება ფერხდება. ეს აიხსნება იმით, რომ წითელ ღვინოში შემავალი მცენარეული ტანინები მცენარეული რკინის ათვისებას აუარესებს.
  • ალკოჰოლი და კოფეინი. ბევრს ეჩვენება, რომ კოფეინი გამოფხიზლებაში გვეხმარება, მაგრამ სინამდვილეში ალკოჰოლის სედატიურ თვისებებს ასუსტებს და ტვინის მუშაობაზე სპეციფიკურ გავლენას ახდენს. ტემპლის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანმა თავი შეიძლება ნაკლებად მთვრალად იგრძნოს, ვიდრე სინამდვილეშია. შედეგად, შეიძლება მეტი დალიოს.
  • შავი ჩაი და რძე. მეცნიერები ამბობენ, რომ რძე მთლიანად ამცირებს შავი ჩაის ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. რძის ცილები აკავშირებს ჩაიში შემავალ ანტიოქსიდანტებს და ამრიგად ორგანიზმის მიერ მათ ათვისებას ხელს უშლის. თავის მხრივ, ჩაის კოფეინი რძიდან კალციუმის ათვისებას აფერხებს.