ქალებს, რომელთაც ბუნებრივად სქელი წამწამები აქვთ, ძალიან გაუმართლათ: შეღებვაც არ სჭირდებათ, რომ ხედვა გამოხატული გახდეს. თანამედროვე კოსმეტოლოგიამ დანარჩენებისთვის გამოიგონა ბევრი ფოკუსი: ტუში 3D ეფექტით დაწყებული და დაგრძელებით დამთავრებული. დღეს გიამბობთ ხელოვნურ დაგრძელებაზე, უფრო ზუსტად გაგიზიარებთ მეთოდს, როგორ გაიზარდოთ საკუთარი წამწამები ამ პროცედურის შემდეგ.გულწრფელად გეტყვით, რომ დიდხანს ვერ ვბედავდი. მეშინოდა, რომ ფორუმებიდან ყველა საშიში ისტორია გამართლებოდა და ჩემი ნატურალური წამწამები დამცვივოდა. საბედნიეროდ, კარგ სპეციალისტთან აღმოვჩნდი. მან მასწავლა წამწამების ისე აღდგენა, რომ მოხსნიდან რამდენიმე დღეში ახალივით ყოფილიყო.
როგორ დავიგრძელოთ წამწამები სწრაფად – მეთოდი პრევენციისთვის ყველამ უნდა სცადოს, ვისაც გრძელი და ხავერდოვანი წამწამების ქონა სურს. მაშინაც დაგეხმარებათ, როცა ქუთუთოებმა და წამწამებმა დაგრძელების მძიმე ზიანი გადაიტანეს. პირველ რიგში, გავარკვიოთ, საიდან მოდის დაზიანება და შეიძლება თუ არა მისი თავიდან აცილება?
რატომ არის წამწამების ხელოვნურად დაგრძელება საზიანო? – სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს! მაგრამ მხოლოდ ზომიერების ფარგლებში. დამაგრძელებელი მასალის ვადის გასვლამდე მიმზიდველი ხედვა რომ არ დაკარგოთ, შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ.
- თხელი და მტვრევადი წამწამების მფლობელებმა ყველაზე თხელი ხელოვნური წამწამები უნდა შეარჩიოს, მაქსიმუმ 0,7 მმ. ბევრის დაწებებაც არ შეიძლება. სჯობს კლასიკური ვარიანტი გაიკეთოთ.
- მხოლოდ გამოცდილ სპეციალისტს მიმართეთ! სილამაზე ხომ დელიკატური საკითხია.
- უპირატესობა მიანიჭეთ სალონებს, სადაც ბარომეტრი აქვთ. საქმე იმაშია, რომ წებოს საუკეთესოდ ფიქსაციისთვის ჰაერის ტენიანობა 40-60% უნდა იყოს. კარგ სალონებში ამას ყურადღებას აქცევენ.
- წამწამები აუცილებლად ოსტატთან მოიშორეთ. სახლის პირობებში საჭირო მასალების და ცოდნის გარეშე შეიძლება ყველაფერი დაკარგოთ, რაც დარჩა.
ყველა წესის დაცვის შემთხვევაშიც გაითვალისწინეთ, რომ ხელოვნური წამწამები ნატურალურისთვის ყოველთვის ტვირთია. მცირე დამატებითი წონაც სწრაფად ცვენას იწვევს. ასეთივე გავლენას ახდენს წებო (განსაკუთრებით უხარისხო). რა თქმა უნდა, მოშორების შემდეგ მოვლა.
როგორ გავიზარდოთ საკუთარი წამწამები დაგრძელების შემდეგ
- წამწამების ზრდის აქტივატორები. პირველ რიგში, წამწამების და წარბების ზრდის აქტივატორი შეიძინეთ. ეს ან დამოუკიდებელი საშუალებაა ან წამწამების პრაიმერი, რომელიც ტუშამდე გამოიყენება. ისინი თმას იცავენ, სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებით კვებავენ, ზრდას აჩქარებენ.
- საფენები ქუთუთოებზე. თუ ქუთუთოს კანი მოდუნდა და გამოშრა, წამწამებიც დაიტანჯება. ისინი ნივთიერებების ნაკრებს უბრალოდ ვერ მიიღებენ. სწორედ ამიტომ, კვირაში 2–3–ჯეერ თბილი საფენები გაიკეთეთ. მწვანე ჩაი, გვირილა, სალბი, ცაცხვი, გულყვითელა ან ღიღილო ნაყენის მოსამზადებლად გამოიყენეთ. 2 ს/კ ხმელი მასალა 1 ჭიქა მდუღარე წყალში. ბამბის დისკები ნაყენში დაასველეთ და თვალებზე 10-15 წუთით გაიჩერეთ.
- ვიტამინები და ზეთი. ნატურალური ნივთიერებებით გამოკვება ძალიან მნიშვნელოვანია. დაძინებამდე 30 წუთით ადრე წამწამებზე ზეთი წაისვით და ზედმეტი ზეთი დაძინებამდე მოიშორეთ (რომ დილით არ გასივდეს). საუკეთესო ზეთი: ატამი, ზეითუნი, ხორბალი, არგანი, ნუში, ყურძენი. აბსოლუტურად შეუფერებელია: შიის კარაქი, კაკაოს კარაქი და ქოქოსი.
დაგრძელების მოხსნიდან პირველ დღეებში, როცა სამკურნალო კომპლექსი ჯერ კიდევ კარგ შედეგს არ აჩვენებს, ლაინერი გამოიყენეთ. დაგეხმარებათ! ასე 1–2 კვირაში ან უფრო მალე ყველაფერი გაივლის. სიტყვაზე, დაგრძელების მოხსნიდან 3 თვე მოიცადეთ, სანამ პროცედურას გაიმეორებთ. მოვლის ასეთი ნაკრები ძლიერია, მაგრამ ბუნების ძალას ვერ შეეწინააღმდეგებით. თქვენ როგორ ზრუნავთ წამწამებზე?