დერმატოლოგმა მითი თმის კოსმეტიკის შესახებ გააქარწყლა

636

დერმატოლოგ–ტრიქოლოგმა ანასტასია ელისტრატოვმა თმის აღმდგენი საშუალებების შესახებ პოპულარული მცდარი მოსაზრება უარყო.

ქალები დაზიანებული თმის (მაგალითად, გაყოფილი ბოლოები) აღმდგენ შინაურულ საშუალებებში ბევრ ფულს ხარჯავენ. ექსპერტის თქმით, მწარმოებლების გარანტიების მიუხედავად „მყისიერი“ მოქმედების კოსმეტიკური საშუალებების დიდი ნაწილი მხოლოდ კომერციული ხრიკია.

ანასტასტია განმარტავს, რომ თმის ხილული ნაწილი „ცოცხალი“ არაა. ეს კი აღსადგენად და გასაცოცხლებლად აუცილებელი კრიტერიუმია.

„თუ სამზარეულოში გაზქურას გაკაწრავთ, მის შეხორცებას ვერ შეძლებთ. ნაკაწრი შეგიძლიათ მხოლოდ დაფაროთ ან გააპრიალოთ. ზუსტად ასე თმის გამძლე სტრუქტურა დაზიანებულ ადგილას შეგიძლიათ მხოლოდ „გაასწოროთ“ – განმარტავს სპეციალისტი.

სწორედ ამიტომ, ექიმი მოგიწოდებთ, რომ თმის „გაცოცხლებაზე“ ზედმეტი ფული და ნერვები არ დახარჯოთ, არამედ მასზე პროფილაქტიკური მოვლის საშუალებებით იზრუნოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს