დასახელდა ზეთები კანის სილამაზის შესანარჩუნებლად

1201

არომათერაპევტი, მარია კატინა ასახელებს ზეთს, რომელიც კანის სილამაზის და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. პირველ რიგში, სპეციალისტი განმარტავს, რომ ეთერზეთი და საბაზისო ზეთი ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს.

„საბაზისო ზეთი – ცხიმიანი ზეთი, რომელიც კურკის, კაკლის, თესლის დაწნეხვის მეთოდით მიიღება. ზოგიერთ ზეთს ანთების საწინააღმდეგო კარგი თვისებები აქვს, ზოგი მკვებავი და დამატენიანებელია. სხვებიც კანის აღდგენას ხელს უწყობს და ჭრილობის შეხორცების ეფექტი აქვს“ – განმარტავს არომათერაპევტი.

ექსპერტის თქმით, კანისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ასკილის და ჟოლოს თესლის ზეთები.

ასკილის ზეთს ანტიასაკობრივი ეფექტი აქვს, რადგან ბევრ A, C და E ვიტამინს შეიცავს. მას ძლიერი აღმდგენი თვისებები აქვს და ეპიდერმისს ანახლებს, ასევე სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კანს უფრო ნათელს ხდის.

ჟოლოს თესლის ზეთი ცივ სეზონზე აქტუალურია. ზეთი კანის სიმშრალეს და აქერცვლას თავიდან აგაცილებთ, გაღიზიანებას აქრობს. მგრძნობიარე კანისთვის შესაფერისია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს