ექსპერტები დღეგრძელი ადამიანების 4 მთავარ ჩვევას ასახელებენ

849

სიბერის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) თანახმად, დღეგრძელი ხალხის ერთ–ერთი მთავარი ჩვევა იმ რუტინული საქმეების დამოუკიდებლად შესრულებაა, რომელიც ფიზიკურ აქტივობას მოითხოვს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დიდხანს ცხოვრება სასიამოვნო შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანს კარგი ჯანმრთელობა აქვს, რომ ცხოვრებით დატკბეს. NIH–ის სპეციალისტები ასახელებენ 4 მთავარ ჩვევას, რომელიც არა მხოლოდ სიცოცხლეს ახანგრძლივებს, არამედ ჯანმრთელ დაბერებას ხელს უწყობს.

ფიზიკური აქტივობა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეგულარული ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა ასაკობრივი დაავადებების და უნარების შეზღუდვის რისკს ამცირებს.

  • წონასწორობის ვარჯიშები დაცემის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. დაცემა ხანდაზმულებში უნარების შეზღუდვის ერთ–ერთი მთავარი მიზეზია.
  • ძალოვანი ვარჯიშები კუნთებს ზრდის, ოსტეოპოროზის რისკს ამცირებს.
  • გაწელვები სხეულის მოქნილობის შესანარჩუნებლად სასარგებლოა.

ვარჯიშების გარდა სასარგებლოა ყოველდღიური აქტივობა, რომელიც ადამიანს მოძრაობას აიძულებს.

„ყოველდღიური აქტივობა. მაგალითად, სეირნობა, ბაღში მუშაობა, ლიფტის ნაცვლად კიბით სარგებლობა, ეს ყველაფერი თქვენს ჯანმრთელობაზე დღეგრძელობის პერსპექტივაში გავლენას ახდენს“ – აღნიშნავენ მკვლევარები.

ჯანსაღი წონის შენარჩუნება. საჭირო ფორმის შენარჩუნება დაგიცავთ სიმსუქნისგან, რომელიც დაავადებების გამშვები მექანიზმია და სიცოცხლეს ამოკლებს. ჭარბწონიან ადამიანებს მე–2 ტიპის დიაბეტის, ჰიპერტონიის, გულის დაავადებების, ინსულტის და ზოგიერთი სახის სიმსივნის განვითარების მაღალი რისკი აქვთ.

დაბალი გლიკემიური ინდექსის პროდუქტები. ჭამა ადამიანის დაბერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დადგენილია, რომ დღეგრძელები აქტიურად იღებენ უჯრედისით მდიდარ მარცვლეულს, უცხიმო რძის პროდუქტებს, ხილს და ბოსტნეულს, პარკოსანს. როგორც წესი, ამ პროდუქტებს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვთ, რაც მადას აქვეითებს და სისხლში შაქრის დონეს აკონტროლებს.„სწორი კვებით მიღებული მკვებავი ნივთიერებები კუნთების, ძვლების, ორგანოების და სხეულის სხვა ნაწილების კარგი მდგომარეობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ“ – ირწმუნებიან NIH-ის ექსპერტები.

სულიერი ვარჯიშები. მეცნიერებმა დღეგრძელი ხალხის მთავარ ჩვევებში შეიყვანეს ისეთი საქმიანობაც, რომელიც სასიამოვნო ემოციებს, ფსიქოლოგიურ კომფორტს იწვევს. დღეგრძელ ხალხს თითქმის ყოველთვის ჰობი აქვს.