თუ უკუჩვენებები არ გაქვთ, კოვზი სელის ზეთის მიღება ორგანიზმის ფუნქციებს აუმჯობესებს. ამის შესახებ ექიმი–დიეტოლოგი საუბრობს.დიეტოლოგი ვალენტინა ლარიონოვა ასახელებს სასარგებლო ეფექტებს, რომლებიც ცოტა სელის ზეთის ჭამით ვლინდება. ლარიონოვი შეგახსენებთ, რომ სელის თესლის ზეთი ომეგა 3 ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავის მდიდარი წყაროა. მისი მიღება ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს.„სელის ზეთი გულის ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს, არტერიებს უფრო მოქნილს ხდის. როგორც ცნობილია, ნაკლებად ელასტიური სისხლძარღვები არტერიული წნევის ზრდას და ნაადრევ დაბერებას იწვევს“ – თქვა ექიმმა.
სელის ზეთის სხვა სასარგებლო თვისებები:
- მადას აქვეითებს, ჯანსაღი წონის შენარჩუნებას ხელს უწყობს;
- რევმატოიდული ართრიტის დროს ტკივილის და ანთების პრევენციას ახდენს;
- თმის, კანის მდგომარეობას აუმჯობესებს;
- ეგზემის, ატოპიური დერმატიტის შემცირებაზე გავლენას ახდენს;
- სისხლში შაქრის დონეს ამცირებს;
დიეტოლოგი გირჩევთ, რომ სელის ზეთის მიღებამდე ექიმთან კონსულტანცია გაიაროთ. პროდუქტი უსაფრთხოა, მაგრამ ზოგიერთი დარღვევის შემთხვევაში პრობლემების გამწვავების რისკს ზრდის.