ანა საფონოვის თქმით, როცა რაციონის დიდი წილი გარკვეულ პროდუქტებს შეიცავს, ეს პანკრეატიტის, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადების განვითარებას ხელს უწყობს.ექიმი საფონოვი, რომელიც ლაბორატორიული დიაგნოსტიკით არის დაკავებული, აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულში პანკრეატიტით დაავადების შემთხვევები 3-ჯერ გაიზარდა, ამასთან დიაგნოზს ხშირად 30-40 წლის ადამიანებს, მოზარდებს უსვამენ.
„ექიმები თვლიან, რომ პანკრეატიტის შემთხვევების მკვეთრი ზრდის მთავარი მიზეზია დაუბალანსებელი კვება ნახშირწყლოვან და ცხიმიან საკვებზე აქცენტით, სწრაფი კვების პროდუქტებით გატაცება“ – განმარტავს ექიმი.
საფონოვი აზუსტებს, თუ რომელი პროდუქტები იწვევს პანკრეატიტის განვითარებას:
- პროდუქტები ტრანსცხიმებით, საღებავებით, კონსერვანტებით;
- კერძი, რომელიც ბევრ ცხიმს და სწრაფ ნახშირწყლებს შეიცავს;
- ნახევარფაბრიკატები;
- ფქვილის ნაწარმი, ცომეული;
- გაზიანი სასმელი;
- ტკბილეული;
პანკრეატიტის ნიშნები. ექიმი გირჩევთ, რომ შემდეგ სიმპტომებს ყურადღება მიაქციოთ:
- მუცელში სიმძიმე
- გულისრევა
- განავლის დარღვევა
- შებერილობა
- მუცლის ზედა ნაწილში, მარჯვენა ნეკნქვეშ ტკივილი
ექიმი ამატებს, რომ მსგავსი ნიშნები სხვა დაავადებების დროსაც ვლინდება, ამიტომ თვითმკურნალობა დაუშვებელია, აუცილებლად სპეციალისტს უნდა მიმართოთ და გამოკვლევა ჩაიტაროთ.