ნუტრიციოლოგი: ამ პრობლემების დროს კარაქის მიღება არ შეიძლება

824

გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების არსებობა კარაქის მიღების უკუჩვენებას წარმოადგენს, ამბობს სპეციალისტი.ნუტრიციოლოგი ალენა სტეპანოვა ამ პროდუქტის მოხმარებაზე განმარტებას აკეთებს. ექსპერტი აღნიშნავს, რომ არსებობს ჯანმრთელობის პრობლემები, რომლის დროსაც კარაქის მიღება არ შეიძლება. მაგალითად, კარაქის მიღებამ შეიძლება ანთებითი პროცესების დროს ორგანიზმზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

„ამ პროდუქტზე სჯობს უარი თქვათ ალერგიის, ლაქტოზის აუტანლობის ან აუტოიმუნური დაავადებების დროს“ – ამატებს ნუტრიციოლოგი.

კიდევ ერთი პრობლემა – გულისა და სისხლძარღვების პრობლემები. ალენა სტეპანოვა შეგახსენებთ, რომ კარაქი ქოლესტერინის მაღალი რაოდენობით გამოირჩევა და ზემოთ აღნიშნული დაავადებების დროს რაციონიდან უნდა გამორიცხოთ.

მათთვის, ვისაც მსგავსი პრობლემები არ აქვს, გარკვეული რაოდენობის კარაქი სასარგებლოც არის. სტეპანოვის თქმით, ის ორგანიზმს ცხიმში ხსნადი ვიტამინებით ამდიდრებს, იმუნიტეტს აძლიერებს, საჭმლის მომნელებელი სისტემის და თავის ტვინის მუშაობას ხელს უწყობს.

„ზრდასრული ადამიანისთვის დასაშვები დღიური ნორმა 20-30 გრამია, ბავშვისთვის – 10 გრამამდე. მნიშვნელოვანია, შეიძინოთ ხარისხიანი კარაქი 82,5% ცხიმის შემცველობით, არომატიზატორების გარეშე, ერთფეროვანი“ – გვიზიარებს სპეციალისტი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს