დასახელდა 5 სუპერ პროდუქტი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად

871

Vivien გთავაზობთ 5 სუპერ პროდუქტს, რომელთა მიღება იმუნურ სისტემას აძლიერებს, სისუსტის და ინფექციების დროს ორგანიზმის გამოჯანმრთელებას ხელს უწყობს.

ციტრუსი. ფორთოხალი, გრეიფრუტი, კლემენტინი და მანდარინი – ყველა გემრიელი ნატურალური პროდუქტია, რომელიც იმუნური სისტემის აქტივობას ეფექტურად მხარს უჭერს. ციტრუსი შეიცავს ბევრ C ვიტამინს, რომელიც სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობას ზრდის, ორგანიზმს ინფექციებთან და დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარება.

ბროკოლი. ამ მწვანე ბოსტნეულს A, C, E ვიტამინების, ასევე უჯრედისის, ანტიოქსიდანტების მდიდარი შემცველობის გამო სუპერ პროდუქტს უწოდებენ. მნიშვნელოვანია, რომ ბროკოლი არ ჩახარშოთ, არამედ ორთქლზე მოამზადოთ ან კარგად გარეცხოთ და უმად მიირთვათ.

ნიორი. ნიორი შეიცავს გოგირდის ბევრ ნაერთს, მათ შორის ისეთ აქტიურ ინგრედიენტს, როგორიცაა ალიცინი. სურნელოვანი ბოსტნეულის მიღებამ შეიძლება სურდოს რისკი შეამციროს, ხოლო ავადმყოფობის დროს სიმპტომები შეამსუბუქოს. ბევრი ინფექცია გემოს, ყნოსვას აქვეითებს – ნივრის სახით ძლიერი არომატის გამოყენება დაგეხმარებათ დიაგნოსტიკაში, საკვების მიღებისას პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებაში, მადის დაქვეითების პრობლემების მოგვარებაში.

კოჭა. კოჭის აქტიური ნივთიერება ჯინჯეროლი მის ანთების საწინააღმდეგო თვისებას განაპირობებს. კოჭის ჩაი შესანიშნავი საშუალებაა, რომელიც ყელის ტკივილს ამშვიდებს. გარდა ამისა, კოჭა ნატურალური სამკურნალო საშუალებაა გულისრევის, თავბრუსხვევის დროს.

ქათმის ხორცი. როგორც წესი, ფინჯან ქათმის წვნიანს სთავაზობენ მას, ვინც თავს ცუდად გრძნობს. არადა ქათმის ხორცი სუპერ პროდუქტია B6 ვიტამინის დიდი რაოდენობით, რომელიც სისხლის წითელი უჯრედების შესაქმნელად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ქათმის ხორცი ანთების საწინააღმდეგო ცილების წყაროა, რომელიც ორგანიზმს სწრაფად განკურნებაში ეხმარება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს