უხარისხო ქათმის ჭამამ შეიძლება უკურნებელი ინფექციები გამოიწვიოს, ამის შესახებ ბრიტანელი მიკრობიოლოგი საუბრობს.„ქათმის ხორცი შეიძლება შეიცავდეს ანტიბიოტიკის მიმართ მდგრად ბაქტერიებს, რომელთაც რთულად განკურნებადი ინფექციების გამოწვევა შეუძლიათ“, – ამბობს ექიმი ლაიზა ევერი.
ახლახანს ბრიტანეთის მედიამ გამოაქვეყნა ჟურნალისტიკური გამოძიების შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ მაღაზიებში გასაყიდი ქათმების უმეტესობა პოტენციურად სახიფათო ბაქტერიების მაღალი შემცველობით გამოირჩევა. ტესტირებისთვის სუპერმარკეტებში შეძენილი ქათმის ხორცის ნიმუშების ნახევარი ანტიბიოტიკების მიმართ მდგრად მიკრობებს შეიცავდა.
ლაიზა ევერი აზუსტებს, რომ მსგავსი „შიგთავსის“ ქათმის მიღება იწვევს ისეთ ინფექციურ დაავადებებს, რომელთა განკურნება რთულია. მეცნიერი გვაფრთხილებს, რომ ორგანიზმში უკურნებელი ინფექციური პათოგენების მოხვედრა ლეტალური დასასრულის რისკს ზრდის.
ასევე ექიმი ევერი კერძის მომზადებამდე ქათმის ხორცის გარეცხვის სახიფათო ჩვევაზე საუბრობს – ამ შემთხვევაში სახიფათო მიკრობები ვრცელდება, ზედაპირებზე ჯდება და აქედან სხვა პროდუქტებზე გადადის.