
იაპონელი ექიმი ჰიროსიგე იტაკურა ურჩევს მათ, ვისთვისაც მჟავე უკუჩვენებული არაა, ყავას დაჭრილი ლიმონის ნაჭრები დაუმატონ. ექიმი განმარტავს, რომ პოპულარული სასმელის ასეთ ვარიანტს ჰიპოტენზიური თვისებები აქვს.„ყავაში ლიმონის წვენის დამატება ქლოროგენის მჟავის ეფექტს აძლიერებს, ანუ არტერიული წნევის შემცირებას ხელს უწყობს“ – განმარტავს ექიმი ჰიროსიგე იტაუკურა გამოცემაში Yahoo News Japan.
ექიმის თქმით, ქლოროგენის მჟავა პოლიფენოლია, რომელიც ყავას დამახასიათებელ ფერს და მწარე გემოს ანიჭებს. ნივთიერებას ბევრი დადებითი, ჯანმრთელობის ხელშემწყობი თვისება აქვს. კერძოდ, მჟავა სისხლძარღვების კედლებზე ფოლაქების რაოდენობას ამცირებს, ენდოთელიუმის (არტერიების და სისხლძარღვების შიდა ფენა) მდგომარეობას აუმჯობესებს, სისხლძარღვების ქსოვილების მოქნილობას და ელასტიურობას ხელს უწყობს. მის გამაჯანსაღებელ თვისებებს შორისაა ანტიბაქტერიული მოქმედება, ღვიძლზე, მხედველობის ორგანოზე დადებითი გავლენა, ორგანიზმის ცხიმის წვის სტიმულირება.
სასმელში თხლად დაჭრილი ლიმონის დამატება სცადეთ: ის მდიდარია ერიოციტრინით, რომელიც სიმსუქნეს ხელს უშლის, ასევე ნარირუტინით, რომელიც სურდოს და ცემინების თავიდან აცილებას ხელს უშლის“ – გვიზიარებს რეკომენდაციას ჰიროსიგე იტაკურა.