მაღალი ქოლესტერინის 5 მნიშვნელოვანი სიმპტომი, რომელიც ფეხზე ვლინდება

1888

ცუდი ქოლესტერინის გაზრდილი რაოდენობა ჯანმრთელობის სერიოზულ გართულებებს იწვევს, მათ შორისაა პერიფერიული არტერიების დაავადება.

ცხიმოვანი დეპოზიტები ქოლესტერინისა და სხვა ნარჩენებისგან შედგება. როგორც ნებისმიერ მდგომარეობას, მასაც აქვს სიმპტომები. ეს მდგომარეობა, ძირითადად, თქვენს ფეხებს ეხება, ამიტომ სიმპტომების უმეტესობა სწორედ ფეხში ვლინდება.

სიმპტომები შეიძლება მტკივნეული ან უსიამოვნო იყოს. ფეხსა და ტერფებზე თმის ცვენა – ერთ–ერთი სიმპტომია, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ გაწუხებთ. სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, თუ ფეხების გაშეშებას ან სისუსტეს გრძნობთ ან ამჩნევთ, რომ ფეხის კუნთები იკუმშება. მტკივნეული სიმპტომები მოიცავს წყლულებს, რომელიც არ ხორცდება, ფეხებსა და ტერფებზე იხსნება.

პერიფერიული არტერიების დაავადების უჩვეულო სიმპტომი ერექციული დისფუნქციაა. ამ მდგომარეობის არსებობა არ ნიშნავს, რომ პერიფერიული არტერიების დაავადება გაქვთ.

თქვენ შეიძლება კანის ფერის ცვლილება შენიშნოთ, მაგალითად, თუ ის ცისფერი ან მკრთალი გახდება. მტვრევადი ან ნელა მზარდი ფრჩხილები ასევე პერიფერიული არტერიების დაავადების ნიშანია.

თერაპევტს უნდა მიმართოთ, თუ „ვარჯიშის შესრულებისას ფეხებში განმეორებითი ტკივილი იგრძენით“. როგორც აღვნიშნეთ, პერიფერიული არტერიების დაავადების ერთ–ერთი მიზეზია ქოლესტერინის დონის მატება, მაგრამ NHS სხვა რისკ–ფაქტორებსაც ასახელებს, რომლებმაც შეიძლება ამ მდგომარეობის განვითარების ალბათობა გაზარდონ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს