მონიკა ბიშოფი, გერმანიაში მოღვაწე დიეტოლოგი მოგიწოდებთ, რომ ჭამის შემდეგ ყავის დალევისგან თავი შეიკავოთ. ბევრი ადამიანი ჭამის დასრულებისთანავე, მაგალითად, საუზმობის შემდეგ ყავას სვამს, თუმცა ექიმის განმარტებით, ეს ცუდი ჩვევა.„თუ ჭამის შემდეგ ცხელი სასმელი გსურთ, ყავის დალევა არ იჩქაროთ, მისმა მასტიმულირებელმა კომპონენტებმა ორგანიზმს შეიძლება ზიანი მიაყენოს“ – ამბობს მონიკა ბიშოფი.
ექიმი გაფრთხილებთ, რომ ყავაში შემავალმა ტანინებმა ზოგიერთი პროდუქტიდან, კერძოდ, ხილ–ბოსტნეულიდან რკინის ათვისებას შეიძლება ხელი შეუშალოს. ტანინები კუჭში რკინას უკავშირდება და პირდაპირ ორგანიზმიდან გამოდევნის. ამრიგად, ორგანიზმი მნიშვნელოვანი მიკროელემენტის ათვისების შესაძლებლობას კარგავს. რკინა კი სისხლის წარმოქმნის მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობს.
ექიმის რჩევა: „ყავა ჭამამდე და ჭამის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში არ დალიოთ“.
მცენარეული პროდუქტებიდან რკინის უკეთ ასათვისებლად C ვიტამინი სასარგებლოა. მისი წყარო შეიძლება ფორთოხლის წვენი იყოს.