4 ყველაზე ძლიერი პროდუქტი D ვიტამინის აღსადგენად

849

ზამთარში D ვიტამინის დეფიციტის რისკი განსაკუთრებით იზრდება. ადამიანების უმეტესობა ცივ სეზონზე უჩივის დაღლილობას, ზურგის ტკივილს, ცუდ განწყობას – სიმპტომები, რომლებიც შეიძლება D ვიტამინის დეფიციტით აიხსნას. ეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც ადამიანის ორგანიზმს კუნთებისა და ძვლების დაზიანებისგან იცავს, იმუნური სისტემის აქტიურ მუშაობას ხელს უწყობს.

ე.წ. „მზის ვიტამინის“ დეფიციტის თავიდან ასაცილებლად რაციონში ჩართეთ გარკვეული პროდუქტები. ქვემოთ მოცემული 4 პროდუქტი მის აღსადგენად ყველაზე ძლიერია.

  • ცხიმიანი თევზი. არა მხოლოდ ორაგული, არამედ სკუმბრია, ქაშაყი და სარდინი D ვიტამინის კარგი წყაროა. დამატებით ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რომელიც გულის დაავადებების პრევენციაში დაგეხმარებათ.
  • ძროხის ღვიძლი. 100 გრ ძროხის ღვიძლი 48 IU D ვიტამინს შეიცავს.
  • ვირთევზას ღვიძლი. ვირთევზას ღვიძლის ცხიმი ამ მნიშვნელოვანი ვიტამინის ძლიერი წყაროა, თან სახსრების ტკივილის, ასევე გულ–სისხლძარღვთა პრობლემების პროფილაქტიკას ხელს უწყობს.
  • სოკო. D ვიტამინის შემცველობით ნომერ პირველი არაცხოველური წარმოშობის საკვებია, რადგან ბუნებრივად D2 ნივთიერებით მდიდარია. დამატებით, სოკო უცხიმო და დაბალ კალორიულია.

D ვიტამინის დეფიციტის ნიშნები: კუნთების სისუსტე, სხეულის ტკივილი, ძლიერი დაღლილობა, განწყობის ცვლილებები და დეპრესია, უძილობა, თავის ტკივილები, სეზონური ინფექციებისკენ მიდრეკილება, ხშირი სურდო.

სისხლის ანალიზი საუკეთესო ეფექტური მეთოდია, რომ D ვიტამინის დონე განსაზღვროთ და შესაძლო პრობლემები გამოავლინოთ.