მე-2 ტიპის დიაბეტის სიმპტომი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ქუთუთოზე, ყელზე, იღლიაზე ან საზარდულზე

785

სისხლში შაქრის უკონტროლო დონე კანის ცვლილებებს იწვევს. მას მიეკუთვნება ბაქტერიული ინფექციები, სოკოს ინფექციები ან ქავილი. ცნობილია, რომ ერთი კანის სიმპტომი აზიანებს ქუთუთოს, ყელს, იღლიებს ან საზარდულს.

ზედმეტი კანი, პაპილომა ადამიანის კანის ნაკეცებში ჩნდება და მთავარი მაჩვენებელია, რომ სისხლში შაქრის დონე კონტროლს არ ექვემდებარება. პაპილომა კანზე ჩამოკიდებული ახალწარმონაქმნია.

„იმის მიუხედავად, რომ პაპილომას უმეტესობა უვნებელია, შეიძლება სისხლში ინსულინის მაღალი დონის ან მე–2 ტიპის დიაბეტის ნიშანი იყოს“ – აცხადებს ამერიკის დიაბეტის ასოციაცია. ახალწარმონაქმნი ხშირად გვხვდება ქუთუთოებზე, ყელზე, იღლიებზე ან საზარდულზე.

ჭარბწონიან ადამიანებს კანის ახალწარმონაქმნებისკენ მიდრეკილება აქვთ. სიმსუქნე, თავის მხრივ, დიაბეტს უკავშირდება, ამიტომ ეს კანის ნიშნების განვითარების კიდევ ერთი ფაქტორია. ერთმა კვლევამ ქოლესტერინის მაღალ დონესა და კანის ნიშნებს შორის კავშირი აღმოაჩინა.

დიაბეტის არ მქონე ადამიანში კუჭქვეშა ჯირკვალი გამოყოფს ინსულინს, რომელიც სხეულის უჯრედებში შაქრის გადატანას ეხმარება. დიაბეტის დროს კუჭქვეშა ჯირკვალი ან საკმარის ინსულინს ვერ აწარმოებს ან ორგანიზმი მას სათანადოდ ვერ იყენებს, რის გამოც სისხლში შაქარი გროვდება.

დიაბეტის დროს ადამიანს შეიძლება განუვითარდეს პაპილომები, რაც აშკარა ნიშანია, რომ ექიმს შესაძლო მიზეზებზე უნდა გაესაუბროთ.