დიაბეტი ჩნდება მაშინ, როცა ორგანიზმს სისხლში შაქრის შესაწოვად საკმარისი ინსულინი არ აქვს და მისი დონე მკვეთრად იზრდება. საბედნიეროდ, ზოგიერთი პროდუქტი ანტიდიაბეტურ ეფექტს ფლობს და სისხლში შაქრის დონის შემცირებას ხელს უწყობს. კერძოდ, მარწყვი რთული ანტიოქსიდანტების ჯგუფს შეიცავს, რომელიც სისხლში გლუკოზის დონეს ამცირებს. რიგი კვლევები აჩვენებს, რომ ამ ხილს დიაბეტის განვითარების რისკის მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია.
მარწყვში შემავალი ნახშირწყლები სისხლში შაქრის დონის უმნიშვნელო მატებას იწვევს, მაგრამ ხილის სხვა მკვებავი ნივთიერებები ზრდას მინიმუმამდე ამცირებს. კენკრა მდიდარია ანტოციანებით, ქიმიური ნივთიერებების ქვეჯგუფით, ფლავონოიდებით, რომელიც ტვინისა და გულისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა.მოლეკულები, რომლებიც ხილს წითელ ფერს ანიჭებენ, სისხლში შაქრის დონის შემცირების მიზეზი შეიძლება იყოს.ახალი კვლევის თანახმად, ანტოციანებთან ერთად, სხვა მცენარეული ქიმიური ნივთიერებები, როგორიცაა ელაგის მჟავა და ელაგიტანინები, სისხლში გლუკოზის დონის შემცირებაზე გავლენას ახდენს.
NHS–ის ექსპერტები ირწმუნებიან, რომ მარწყვი სისხლში შაქრის დონისთვის სასარგებლოა, ინსულინის მიმართ მგრძნობელობას ზრდის და სისხლიდან გლუკოზის გამოდევნას აუმჯობესებს. ყოველდღე 37 კენკრა მარწყვის მიღება დიაბეტის გართულების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.კლინიკური ცდების ფარგლებში მარწყვის სასმელს საკვლევ სუბიექტებს დღეში ერთხელ (სამი სხვადასხვა დროის მონაკვეთიდან ერთ–ერთი) სთავაზობდნენ, მათ შორის სტანდარტული საკვების მიღებამდე 2 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ. ამის შემდეგ სისხლის ანალიზებს 10 საათის განმავლობაში იღებდნენ. შედეგებმა აჩვენა, რომ ჭამიდან 2 საათის შემდეგ მარწყვის მიღება სისხლში შაქრის დონის და ანთების შემცირებაში შეიძლება დაგეხმაროთ.