7 გამოცდილი მეთოდი, როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს ბუსუსები და არ დავაზიანოთ

1354

ნებისმიერი ტანსაცმელი უფრო დიდხანს გაგახარებთ, თუ გეცოდინებათ, როგორ იზრუნოთ მასზე. საძულველი ბუსუსები სწორედ არასწორი გამოყენების შედეგია. მათ მოსაშორებლად ხშირად სპეციალური ელექტრო მოწყობილობა გამოიყენება, თუმცა ხელმისაწვდომი საშუალებებითაც შეგიძლიათ გამოძვრეთ, თან ფული დაზოგოთ და ქსოვილი არ დააზიანოთ.ზოგჯერ ტანსაცმელზე ბუსუსები წარმოების დეფექტია. Vivien გიამბობთ, როგორ მოიშოროთ ბუსუსები ეფექტური მეთოდებით, ასევე რომელ ნივთებთან არ გემუქრებათ ეს პრობლემა.

რატომ ჩნდება ბუსუსები – ბუსუსები ხშირად აქტიური ხახუნის ადგილებში ჩნდება. ნაქსოვ პროდუქტებზე განსაკუთრებით შესამჩნევია, სადაც ბოჭკოები თავისუფლად არის გადაბმული, შესაბამისად, იგორგლება. გლუვ მასალებთან შედარებით რბილი ბეწვიანი ქსოვილები უფრო სწრაფად ცვდება, თუმცა ბუსუსები ნებისმიერ ქსოვილზე შეიძლება გაჩნდეს. ამ მხრივ ბამბა, აბრეშუმი და სელის ნივთები უფრო გამძლეა.

ბუსუსების გაჩენის მიზეზები:

  • ცვეთა
  • ხშირი რეცხვა
  • დაუდევარი მოპყრობა
  • ქსოვილის დაბალი ხარისხი
  • სარეცხი საშუალების დაბალი ხარისხი

ამათგან ზოგის გაკონტროლება ან გამოსწორება შესაძლებელია, მაგრამ ყველაზე საყვარელი სვიტერიც ოდესმე გაცვდება. იმედს ნუ გაიცრუებთ. მარტივი მეთოდების დახმარებით ბუსუსებთან ბრძოლას სახლის პირობებში შეძლებთ.

როგორ შევარჩიოთ ნივთები, რომ მათზე ბუსუსები არ გაჩნდეს? – ზოგიერთ მასალაზე ბუსუსები არ ჩნდება. ეს მასალის სტრუქტურით არის გამოწვეული. ტყავის, ბეწვის, ლაბადის ქსოვილის გარდა მათ მიეკუთვნება შიფონი, ხავერდი, ტაფტა, ჯინსი, დრაფ–ველური, ტიული და კრეპი.აი, ბეწვის და ნახევრად ბეწვის ნაქსოვი ნაწარმისთვის ბუსუსები გარდაუვალია. თუმცა მთელ ზედაპირზე არ ჩნდება, მხოლოდ მექანიკური ხახუნის ადგილებში. დამუშავებულ ტილოზე ბოჭკოები საგულდაგულოდ დახვეულია, შესაბამისად, ძვირი ღირს. ასეთ ბეწვის ნაწარმს ბუსუსების არ ეშინია.

7 ეფექტური მეთოდი ტანსაცმლიდან ბუსუსების მოსაშორებლად – პრაქტიკულად, ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდი ზედმეტი ბუსუსის მექანიკურად მოშორებას გულისხმობს. ყველაფერი დამოკიდებულია საშუალებაზე, დროსა და ძალაზე, რომლის დახარჯვაც შეგიძლიათ. ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდები ყველაზე ეფექტურია მანქანის გარეშე ბუსუსების მოსაშორებლად.

  • საპარსი – ყველაზე ცნობილი ხალხური მეთოდი – უბრალო საპარსით გაწმენდა. მისი უპირატესობა ხელმისაწვდომობა და სიმარტივეა. თუმცა საჭირო უნარი ყველას არ აქვს. ქსოვილის მთლიანობის შენარჩუნება პირდაპირ ფრთხილ მოქმედებაშია. თუ აჩქარდებით, საპარსი პირით ქსოვილს მარტივად გაჭრით.საპარსი ქაშმირის, მოჰერის ან ანგორას მსგავსი ფუმფულა მასალებისთვის არ გამოგადგებათ. ამ მეთოდისთვის სჯობს გლუვი და თხელი ქსოვილები გამოიყენოთ, მაგალითად, ტრიკოტაჟი. ძველი საპარსი პირი გამოიყენეთ. ახალი ზედმეტად ბასრია. ზედაპირს ძლიერ არ დააჭიროთ. გირჩევთ, რომ ჯერ შეუმჩნეველ ადგილას ივარჯიშოთ.
  • კბილის ჯაგრისი – რბილი ბეწვისთვის სჯობს უხეში კბილის ჯაგრისი გამოიყენოთ. კბილის ჯაგრისი დროთა განმავლობაში უხეშდება, ბუსუსები მას ადვილად ეკვრის და მარტივად მოაშორებთ. თუ გეშინიათ და ეჭვი გეპარებათ, უფრო რბილი კბილის ჯაგრისი გამოიყენეთ. ასე წმენდის დრო გაიზრდება, მაგრამ ნივთი არ დაზიანდება. ბეწვის ნაწარმს ძველებური სიფაფუკე რომ მიანიჭოთ, 1:1 თანაფარდობით ძმრის და წყლის ხსნარში დაასველეთ. მხოლოდ ჰორიზონტალურ ბრტყელ ზედაპირზე გააშრეთ, მზის სხივებს და გათბობის სისტემას მოაშორეთ.
  • სკოჩი – უბრალო სკოჩს წინა მეთოდთან შედარებით უდავო უპირატესობა აქვს: კვალს ვერ დატოვებს. საკმარისია, ქსოვილს პრობლემურ ადგილას დააკრათ და შემდეგ მკვეთრი მოძრაობით ააძროთ. ასე პატარა ბუსუსებს მარტივად გაუმკლავდება, ხოლო მსხვილი ბუსუსებისთვის სხვა მეთოდის გამოყენება მოგიწევთ.
  • ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი – ორმხრიანი ღრუბელი საძულველ ბუსუსებს დელიკატურ ქსოვილებსაც მოაშორებს. მთავარია, რომ ახალი და სრულიად მშრალი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სიმკვრივე საკმარისი არ იქნება.
  • წებოვანი ლენტი – მეთოდი მსუბუქად გაცვეთილ ნივთებზე გამოგადგებათ. ეს ერთ–ერთი მეტნაკლებად უსაფრთხო და მსუბუქი მეთოდია ბუსუსების მოსაშორებლად. მას სასიამოვნო ფასი აქვს, სწორი კუთხის შერჩევა არ სჭირდება, არც ძალის გათვლა მოგიწევთ. საკმარისია, წებოვანი ლენტი ტანსაცმელს ნებისმიერი მიმართულებით გადაატაროთ და პატარა ბუსუსები, ასევე მტვერი და თმა მასზე დარჩება.
  • სავარცხელი – თმის სავარცხელი ხშირი კბილებით ბეწვის სვიტერზე ყველა მსხვილ ბუსუსს ადვილად აგროვებს. ფრთხილად და დიდხანს მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ შედეგი მოგეწონებათ. სავარცხლის კბილები ბუსუსებს ნაზად აშორებს, შლის და ბეწვს თავდაპირველ მოცულობას და ლამაზ გარეგნობას უბრუნებს.
  • პურის ორცხობილა – თუ სახლში ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი საშუალება არ გაქვთ, ალტერნატივად უბრალო ორცხობილა გამოიყენეთ. პურის ნაჭერი ღუმელში გაახმეთ, რომ უხეში და მაგარი გახდეს. მისი ფორების წყალობით ბუსუსები ადვილად დაიშლება. ბოჭკოების გასწვრივ იმოძრავეთ, რომ საჭირო ნაკვეთი დაამუშავოთ. პროცედურა ნივთებს ახალ იერს მიანიჭებს.ამ საქმეში შეგიძლიათ გამოიყენოთ ზუმფარის ქაღალდი, სანთებელა, მაკრატელი და საღეჭი რეზინაც. ასეთი მეთოდებით შეგიძლიათ ტანსაცმელი ან გაასუფთავოთ ან დააზიანოთ. ფრთხილად იმოქმედეთ!