როგორ გამოიყურებოდა ხილი და ბოსტნეული ძველ დროში (ბანანისგან ამას არ ველოდი)

3184
როგორ გამოიყურებოდა ხილი და ბოსტნეული ძველ დროში (ბანანისგან ამას არ ველოდი)
როგორ გამოიყურებოდა ხილი და ბოსტნეული ძველ დროში (ბანანისგან ამას არ ველოდი)

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ხილი და ბოსტნეული, რომელთაც დღეს მივირთმევთ, თავისი წინაპრებისგან განსხვავდებიან. კაცობრიობა ნაყოფის სხვადასხვა სახეობა შექმნა ისე, რომ დღეს მათი გემოს შეფასება 100%-ით შეგვიძლია. დღეს ნახავთ, თუ ადამიანის ხელის ჩარევამდე როგორ გამოიყურებოდა ბანანი, ბადრიჯანი და სხვა ბუნებრივი დელიკატესი.

წარსულ დროში მცირე ექსკურსიას გთავაზობთ და იმით გახარებას, რომ ჩვენ ახლა ამ დროში ვცხოვრობთ.

საზამთრო

ჯოვან სტანკის (XVII ს) ამ სურათის მიხედვით, საზამთრო დღევანდელისგან დიდად განსხვავდება. სელექციის დახმარებით მეცნიერებმა საჭმელად უვარგისი ნაწილები მოაშორეს. დღეს გემოც ბევრად უფრო განსხვავებულია.

ბანანი

პაპუას მოსახლეობა – ახალი გვინეა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მოსახლეობა ბანანს ჯერ კიდევ 10 ათასი წლის წინ მიირთმევდნენ. თუმცა, ბანანის კულტურა მხოლოდ 7 ათასი წლის წინ გააშენეს. გარეგნული მხარე და გემო დღევანდელს საერთოდ არ ჰგავდა. თანამედროვე ბანანი – Musa acuminata და Musa balbisiana ჰიბრიდია, გაუმჯობესებული გემოთი და გარეგნული მხარით.

ბადრიჯანი

ყველაზე პირველი ნაყოფი ჩინეთში მოჰყავდათ და დღევანდელს საერთოდ არ ჰგავდა. მცირე ზომის ეკლები, ყველა სახის ფერის ყვავილები – ეს ყველაფერია, რაც პირველ ბადრიჯანზე შეიძლება ვთქვათ. ბოსტნეულის თანამედროვე სახის მიღებას (და ეკლების მოშორებას) ბევრი დრო დასჭირდა, თუმცა ეს ამად ღირდა.

ატამი

ადრე ატამი სრულად განსხვავებული იყო. უფრო მეტად ალუბალს ჰგავდა, ვიდრე წვნიან და დიდ ხილის ნაყოფს, როგორც დღეს ატამს ვუწოდებთ. პირველად დაახლოებით ჩვ.წ.აღ.-მდე 4 ათასი წლის წინ მისი საკვებში გამოყენება ჩინეთში დაიწყეს. მას შემდეგ ხილმა მნიშვნელოვანი სახეცვლილება განიცადა როგორც გემოს, ასევე გარეგნული მხარეში.

კიტრი

თანამედროვე კიტრის წინაპრებს ეკლები ჰქონდათ და მთლიანად თესლისგან შედგებოდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ეს ნაყოფები შხამიანები იყო. მათ სამკურნალო მიზნით აშენებდნენ. კიტრი საკვები სახით ინდოეთში 6 ათასი წლის წინ გამოჩნდა.

ავოკადო

ავოკადო აცკეტებში ჩვ.წ.აღ-მდე 3 ათასი წლის წინ გამოჩნდა და მას უწოდებდნენ აკუატალს – ტყის ზეთს. პირველ რიგში მის კურკას იყენებდნენ, რომელსაც სრისავდნენ, ჭვარტლში ურევდნენ და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ. კურკა კი ნაყოფის 80%-ს იკავებდა. დღევანდელ ავოკადოს ვერც შეადარებთ.

პომიდორი

თავიდან პომიდორი ხილს ჰგავდა, წვრილი და მუქი იყო. პომიდვრის სამშობლო – სამხრეთ ამერიკაა, ხოლო ევროპაში ის დიდი ხნის განმავლობაში შხამიან პროდუქტად ითვლებოდა და დეკორატიული მცენარის სახით იყიდებოდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს