გენერალური დალაგებისას მტვერი ჯადოსნური გზით ქრება იმ ადგილებიდან, სადაც მთელი წელი იდო. როგორც მინიმუმ, ბოლო გენერალური დალაგების შემდეგ. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღე გულმოდგინედ ალაგებენ და მთელ სახლში ერთ მტვერსაც ვერ იპოვით. უმეტესობა მათგანი სისუფთავით ასეთი შეპყრობილი არაა და არც უჩნდებათ კითხვა, როგორ გავწმინდოთ რადიატორი.ალბათ, ბევრ ადამიანს სახლში ბატარეის გაწმენდა არც უცდია, არადა მასში ბევრი ჭუჭყი და მტვერი გროვდება. ერთი შეხედვით, თანამედროვე რადიატორების გაწმენდა რთული ამოცანაა. საბედნიეროდ, რამდენიმე მარტივი მეთოდით ბევრ დროს და ძალას დაზოგავთ.
როგორ გავწმინდოთ რადიატორი
ფენი – თუ რადიატორის შიგნიდან მტვრის და ჭუჭყის მოშორებას ვერ ახერხებთ, რატომ არ გავაკეთოთ საპირისპიროდ? ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ ფენი, რომელიც სახლში ყველას აქვს. რადიატორის უკან კედელზე სველი ჩვარი გაფინეთ, რომ მტვერი მთელ ბინაში არ მიმოიფანტოს. ახლა ბატარეას ჰაერის ნაკადი მიუშვირეთ. მთელი მტვერი გამოფრინდება და ჩვარზე დაილექება. რამდენიმე წუთი და საქმე გაკეთებულია.
მაკრატელი და ღრუბელი – თუ ისეთი რადიატორი გაქვთ, სადაც სექციებს შორის ერთი სანტიმეტრი თავისუფალი ადგილი არაა, საქმე უფრო მარტივადაა. აიღეთ მაკრატელი, პირებს სკოჩი გადააკარით, რომ დაბლაგვოთ და ღრუბელის პატარა ნაჭერი გადაჭერით. ახლა მაკრატლით ღრუბელი აიღეთ და ზემოდან რადიატორში ჩადეთ. მაკრატელი ხელივით გამოიყენეთ და ზემოთ ქვემოთ გაატარეთ. სველი ღრუბელი შიგნიდან ბევრ მტვერს ამოიღებს. სხვათა შორის, მაკრატლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სახაზავი, რომელიც ღრუბელში უნდა გაუყაროთ.
უმარტივესი მეთოდები – თუ რადიატორის „გარმონში“ საკმარისი ადგილია, ხელით შეგიძლიათ გარეცხოთ. ხელზე ნაჭრის ხელთათმანი ჩამოიცვით, წინასწარ საპნიან ხსნარში დაასველეთ. გაწმინდეთ ყველაფერი, რასაც მიწვდებით. რადიატორს შესანიშნავად წმენდს მტვერსასრუტი, განსაკუთრებით ვიწრო საცმით. ზოგიერთი ირწუნება, რომ კარგად გაწმენდა უბრალო ჯაგრისითაც შეიძლება.
ცხელი წყალი – თუ რომელიმე ზემოთ აღწერილი მეთოდი გარკვეული მიზეზით არ მოგწონთ, კიდევ ერთი საშუალება არსებობს. ეს ყველაზე უნივერსალური და უმარტივესი მეთოდია. რადიატორის ქვეშ ტაშტი, ლანგარი ან ნებისმიერი სხვა ჭურჭელი დადეთ და უბრალოდ ზემოდან ცხელი წყალი დაასხით. სარწყავიდან ამის გაკეთება მარტივია, რადგან მისი დახმარებით კუთხეს უფრო კარგად შეარჩევთ.
თქვენი ასარჩევია, თუ როგორ გაწმენდთ რადიატორს სწრაფად და მარტივად. ნებისმიერ შემთხვევაში პროცესი ისეთი რთული არაა, როგორც ჩანს. მთავარია, სწორად აირჩიოთ ინსტრუმენტები და ასე 5 წუთიც გეყოფათ. დიდი გენერალური დალაგების ღირსეული დასასრული.